შინაგან საქმეთა სამინისტრომ დევდორაკის ხეობაში საავტომობილო გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მოხსნა. გადაწყვეტილება გარემოს ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციის საფუძველზე მიღებულ იქნა, ამჟამად არსებული ვითარების გათვალისწინებით. სასაზღვრო გამშვები პუნქტი „დარიალი“ ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.
როგორც Ambebi.ge იუწყება, „დევდორაკში დამონტაჟებული ადრეული გაფრთხილების სისტემიდან, რომელიც კალაპოტში დინების მინიმალური აწევის შემთხვევაში ცვლილებას აფიქსირებს, სასიგნალო შეტყობინება დილით შემოვიდა“. აღნიშნულის შემდეგ პროტოკოლის შესაბამისად განხორციელდა სასაზღვრო გამშვები პუნქტ „დარიალიდან“ მოქალაქეების, საპატრულო პოლიციის, საბაჟო და სასაზღვრო სამსახურების, ასევე კერძო კომპანიის თანამშრომლების ევაკუაცია უსაფრთხო ადგილზე.
პრევენციის მიზნით დროებით შეიზღუდა ავტოსატრანსპორტო მოძრაობა სოფელ გველეთთან, ორივე მიმართულებით. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებზე დაყრდნობით, ამ დროისთვის დევდორაკის ხეობაში საფრთხის დონე მოხსნილია.
სრული ინფორმაცია: Ambebi.ge
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2026). დევდორაკის ხეობაში მოძრაობის შეზღუდვა მოიხსნა. 29 სექტემბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/დევდორაკის-ხეობაში-მოძრა/
