პარასკევი, აპრილი 10, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებადედის დღეს გილოცავთ -„დედა არის ის, ვის გარეშე უფალმაც კი არ ინება...

დედის დღეს გილოცავთ -„დედა არის ის, ვის გარეშე უფალმაც კი არ ინება ყოფნა. დედა- შვილობა ღმრთისგან ბოძებული უწყვეტი ჯაჭვია”

საქართველოში დედის დღე 3 მარტია.

„დედა არის ის, ვის გარეშე უფალმაც კი არ ინება ყოფნა.
დედა- შვილობა ღმრთისგან ბოძებული უწყვეტი ჯაჭვია”.

ღმერთმა დალოცოს ყველა დედა, ყველა მომავალი დედა და შვილებს კი მისცეს სიბრძნე, რომ სათანადოთ დააფასონ დედები.

უფლის წყალობა და მადლი არ მოგკლებოდეთ, გაიხარეთ! ამინ!

დღეს გახლავთ, სიყვარულის, თავგანწირვის, სითბოს, უსასრულო შემწყნარებლობის სიმბოლოდ ქმნილი დედების დღე.

ის ქვეყნის პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ დააწესა.

დედის დღეს საქართველოში ქალთა საერთაშორისო დღე – 8 მარტი უნდა ჩაენაცვლებინა, თუმცა ის ცალკე მაინც აღინიშნება.

3 მარტი ოფიციალურად უქმე დღეა. დღესასწაულს ქვეყანა სხვადასხვა ღონისძიებებით ხვდება. ტრადიციულად შვილები დედებს ყვავილებს, ღია ბარათებს ან სიმბოლურ საჩუქრებს ჩუქნიან.

დედა – ეს  ყველაზე მშვენიერი სიტყვაა დედამიწაზე, რომელიც ყველა ენაზე ერთნაირი სინაზით ჟღერს.

დედა შეძლებს შვილებს გაუგოს ისე, როგორც არავინ, მიიღოს ისინი ისეთები, როგორებიც არიან და ყველაფერი აპატიოს, რადგან დედის გული ეს ის უფსკრულია, რომლის ფსკერზეც პატიება ყოველთვის მოიძებნება.

დედების დღის აღნიშვნა მომხდარა ჯერ კიდევ, ათასობით წლის წინ, შუმერების პერიოდშიც. იშტარის, კიბელას, რჰეას მსგავსი დედობით და შობადობით წინა პლანზე წამოწეული დედა, გაიგივებულ იქნა ხელახლა დაბადებულ და გაცოცხლებულ გაზაფხულთან.

1600-იან წლებში, ბრიტანელებს შორის დაიწყო ამ დღის აღნიშვნა „დედების ბაზრის“ სახელწოდებით და გამოცხადდა უქმე დღედ.
ისტორიაში, ის პირველი ადამიანი, რომელსაც დაებადა  „დედების დღის“  აღნიშვნის აზრი, გახლავთ ჯულია ვარდ ჰოვი, რომელმაც წამოაყენა წინადადება მშვიდობის სახელით, 2 ივლისი დედების დღედ იქნას გამოცხადებული.

  ენტონი ბლინკენი - საქართველოში დემოკრატიულ პროცესებს ვინც ძირს უთხრის, პასუხისგებაში უნდა მიეცეს, აშშ ემზადება გამოიყენოს მის ხელთ არსებული ინსტრუმენტები, მათ შორის დამატებითი სანქციები
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი