„პირველი არხი“ Tik Tok-ზე ვიდეოს აქვეყნებს, სადაც მომღერალი ვაჩე ღვინიაშვილი დედაზე და მის მნიშვნელობაზე საუბრობს. ვაჩე ღვინიაშვილის თქმით, „დედა მისთვის სულია, რომლის გარეშეც მის სუნთქვას ფასი არ ექნება“.
„დედა ჩემთვის არის სახლი, გული და სული, რომლის გარეშეც ჩემს სუნთქვას ფასი არ ექნება. მთელი გულის ნახევარი არის მისი.. იმედია არასდროს არ წაიღებს მაგას..
როცა მასთან არ ვარ, ისე ვარ, როგორც თევზი წყლის გარეშე. დედის გვერდით ყოფნაზე დიდი ბედნიერება არაფერია.
არ ვარ საერთოდ კომპლექსიანი სიტყვა მიყვარხარ-ზე. არც დედაჩემს აქვს და ხშირად მეფერება, მკოცნის და მეხუტება. მეც ანალოგიურად“, – ამბობს ვაჩე ღვინიაშვილი.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2024). „დედა ჩემთვის არის სული, რომლის გარეშეც ჩემს სუნთქვას ფასი არ ექნება. მთელი გულის ნახევარი მისია და იმედია არასდროს წაიღებს“ – ვაჩე ღვინიაშვილი დედაზე. 4 მარტი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/დედა-ჩემთვის-არის-სული-რ/
