ორშაბათი, მარტი 31, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიUncategorized„დედა გათხოვდა... მამამ თავს უშველა“ - მშობლების გარეშე გაზრდილი ქუთაისელი გოგონას ჩანაწერები

„დედა გათხოვდა… მამამ თავს უშველა“ – მშობლების გარეშე გაზრდილი ქუთაისელი გოგონას ჩანაწერები

“გამარჯობა. მე სალიტა ვარ, ქუთაისიდან. ძალიან მინდა, ჩემი ჩანაწერები გამოაქვეყნოთ. იმედია, ხელწერას არ დამიწუნებთ და ჩემს დღიურს ურნაში არ მოისვრით… რატომ მინდა, ჩემი ჩანაწერები გამოაქვეყნოთ?

– იმედი მაქვს, რომ მას ჩემი მშობლები წაიკითხავენ (ერთ-ერთი მათგანი მაინც) და წარსულში დაშვებულ შეცდომებს ინანებენ. მათზე გაბრაზებული ვარ, მაგრამ თუკი ჩემამდე მოვლენ, შეიძლება ჩადენილი ორივეს მივუტევო… გთხოვთ, დამეხმარეთ მშობლების პოვნაში.

ბოლოს და ბოლოს, “გზა” ხომ ხალხს ხშირ შემთხვევაში, მართლაც, რომ სწორ გზაზე აყენებს. ნურც მე მკრავთ ხელს. ისიც მეყოფა, რომ დედ-მამის გარეშე ვიცხოვრე…” – ეს წერილი 15 წლის გოგონამ მომწერა. როცა დავურეკე და ვკითხე: აბა, სად არის ის დღიური, რომელიც უნდა გამოვაქვეყნო-მეთქი?

გახარებულმა მითხრა: ამჟამად თბილისში ვარ და ახლავე, ახლავე მოვალ თქვენს რედაქციაშიო. – მისამართი იცი-მეთქი? – აბა, “კვირის პალიტრის” შენობას ვინ არ მომასწავლისო? – და ტელეფონი გამითიშა. აღმოჩნდა, რომ გოგონა ბებოს თბილისში სამკურნალოდ ჩამოუყვანია.

სალიტას ჯანმრთელობის პრობლემა აქვს და ახლა ისინი დროებით ნათესავთან ცხოვრობენ. გოგონას საავადმყოფოში სიარული ყოველდღე უწევს. მან მითხრა: ქუთაისიდან წამოსვლა არ მინდოდა, მაგრამ იქაურმა ექიმებმა ვერაფერი გაუგეს ჩემს დაავადებას და იძულებული გავხდი, აქ ჩამოვსულიყავი. ეგ არაფერი, მთავარი ისაა, რომ მიზანს მივაღწიე და ჩემი დღიური თქვენს ჟურნალში დაიბეჭდებაო.

ჩანაწერები სალიტას დღიურიდან (სტილი დაცულია):

“ბებია-ბაბუასთან ვიზრდები. ისინი დედაჩემის მშობლები არიან, მაგრამ ორივე მაინც ძალიან მიყვარს. აბა, დედამ თუ მიმატოვა, მოხუცებმა რა დააშავეს? თავადაც ჯანდაბაში უშვებენ ქალიშვილს, რომელმაც “ეს ანგელოზივით ბავშვი” მიმაგდო…

ჩემი მოხუცები არაფერს მაკლებენ, მაგრამ ჩემს სულს მაინც სცივა. ვიცი, ახლა დედა რომ მოვიდეს, ყველაფერს ვაპატიებ. ვაპატიებ, რომ 3 წლის ასაკში მამას უღალატა, მერე ვიღაც კაცს გაჰყვა ცოლად და მეც მიმატოვა… ვაპატიებ იმასაც, რომ აგერ უკვე 9 წელია, არ ვუნახივარ….

ჩემს დედიკოს მხოლოდ ფოტოებით ვიცნობ. სამაგიეროდ, ბუნდოვნად, მაგრამ მაინც მახსოვს, კალთაში ჩასმულს როგორ მეფერებოდა, როგორ მიმღეროდა. მისი ხმა გამუდმებით ყურში ჩამესმის და ზოგჯერ მეჩვენება, რომ მოვიდა…”

  „ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის განხორციელების წესების დამტკიცების თაობაზე“ ბრძანებაში ცვლილება შევიდა

* * *

“დღეს 13 წლის გავხდი. ბებიკომ, – დაბადების დღე უნდა აღვნიშნოთო და ქათამი, ინდაური დაკლა. მერე ხაჭაპურები დამიცხო, ლიმონათები მიყიდა და მეზობლებს დაუძახა, – ბოვშვი დამილოცეთო. აბა, რა იცის მოხუცმა ქალმა, რომ მე დიდ ტორტზე და მასში ჩარჭობილი სანთლების ჩაქრობაზე ვოცნებობ?

ასეთი რამ არასდროს მქონია, მაგრამ ვიცი, რომ დაბადების დღეებზე ასე უკეთებენ მშობლები შვილებს… წელს ჩემმა კლასელმა დაბადების დღე გადაიხადა და კლასელები დაგვპატიჟა. დედამისმა შუა ქეიფისას ტორტი შემოიტანა, რომელშიც სანთლებთან ერთად, რაღაც შუშხუნაც იდო. მარიკომ სანთლები ჩააქრო, შუშხუნა კი დიდხანს გვიხარებდა გულს და მის გარშემო ვხტუნაობდით… ეჰ, კარგი იყო”.

* * *

“ბებუკამ მითხრა, – თუ გინდა, მამიდასთან წაგიყვანო. ის ქალაქში ცხოვრობს. კი მინდოდა მასთან წასვლა, მაგრამ ვიცი, იქ შეიძლება მამაც დამხვდეს… ჰო, მასზეც გაბრაზებული ვარ. აბა, დედამ რომ მიმატოვა, მასაც ამიტომ უნდა მივეტოვებინე? ისიც ხომ მშობელია და ჩემი გაზრდა რატომ არ იკისრა?

ჩემთვის არაფერს ნიშნავს მის მიერ გამოგზავნილი ფულები, კანფეტები და ისიც, ჩემს სანახავად თვეში ერთხელ რომ ჩამოდის. მინდა, მის გვერდით ვიცხოვრო… მაგრამ ალბათ, აღარც ეგ მინდა. მისმა ახალმა ცოლმა შეიძლება, ამის გამო შემიძულოს და მერე ალბათ, მამასაც საბოლოოდ დავკარგავ. ტირილი მინდა, ტირილი – აი, ეს კი ზუსტად ვიცი”.

* * *

“დღეს ბაზარში ვიყავით. ჩემმა მოხუცებმა პენსია აიღეს და სულ მე დამახარჯეს. როცა რაღაც მიხარია, ისინიც პატარა ბავშვებივით გახარებულები ჩანან. მხოლოდ ის არ მომწონს, კანფეტებსა და ტკბილეულს პირსაც რომ არ აკარებენ. ვაიდა, რომ გათავდეს და სალიტას აღარ ექნეს, რა გვეშველებაო?

მათ კი ვაძალებ, – აბა, პირი გამიღეთ-მეთქი, – მაგრამ ბებო მეუბნება: კაი, შვილო, ახლა აგი რომ ვჭამოთ, გავახალგაზრდავდებით თუ? ყელზე დაგვადგება და გავიგუდებით. ჩვენნაირ გამოჩერჩეტებულებს კანფეტი რად უნდა, ჩვენთვის ხმელა ჭადიც არამიაო. მერე ბაბუც აჰყვება ხოლმე: კანფეტი ბოვშვებისაა.

  „წუხელ პატარა ბიჭის ამბავი მოვისმინე...“ - გიორგი კეკელიძე მშობლებს მიმართავს

შენ ჭამე. რაც მეტ ტკბილეულს შეჭამ, მით უფრო მეტი ტვინი გექნებაო. კი, მაგრამ თუ ასეა, კანფეტებს თვითონ რომ არ ჭამენ, ხომ შეიძლება, ტვინი საერთოდ გამოელიოთ?..” წყარო

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
საუკეთესო დრო მონტენეგროში სამოგზაუროდ

საუკეთესო დრო მონტენეგროში სამოგზაუროდ

31 March, 2025
ტყვია, როგორც გლობალური პრობლემა

ტყვია, როგორც გლობალური პრობლემა

მარტი 31, 2025
სწორი პოზიცია ლეპტოპთან მუშაობისას – რჩევა საქართველოს ერგონომიკის ასოციაციისგან

სწორი პოზიცია ლეპტოპთან მუშაობისას – რჩევა საქართველოს ერგონომიკის ასოციაციისგან

მარტი 31, 2025
რა ცვლილებები ამოქმედდება პირველი აპრილიდან?

რა ცვლილებები ამოქმედდება პირველი აპრილიდან?

მარტი 31, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
ფიტარეთის მონასტერი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მდინარე ხრამის ღრმა ხეობაში, ულამაზესი ფოთლოვანი ტყეებით გარემოცულ ადგილას მდებარეობს

ფიტარეთის მონასტერი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მდინარე ხრამის ღრმა ხეობაში, ულამაზესი ფოთლოვანი ტყეებით გარემოცულ ადგილას მდებარეობს

მარტი 31, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ქართული ვაზის ჯიშები, რომლებიც გადაშენების პირასაა და არ გვხვდება ღვინის ბაზარზე

ქართული ვაზის ჯიშები, რომლებიც გადაშენების პირასაა და არ გვხვდება ღვინის ბაზარზე

მარტი 31, 2025
რუსკა მაყაშვილის ახალი სახლი და ახალი ცხოვრება

რუსკა მაყაშვილის ახალი სახლი და ახალი ცხოვრება

მარტი 31, 2025
ტურუსტული ადგილები სიდნეიში, რომლებიც იქ ყოფნისას აუცილებლად უნდა მოინახულოთ

ტურუსტული ადგილები სიდნეიში, რომლებიც იქ ყოფნისას აუცილებლად უნდა მოინახულოთ

31 მარტი 2025
ისნის რაიონში, თეოფანე დავითაიას ქუჩის სრული რეაბილიტაცია დასრულდა

ისნის რაიონში, თეოფანე დავითაიას ქუჩის სრული რეაბილიტაცია დასრულდა

მარტი 31, 2025
ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

მარტი 31, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი