შაბათი, მაისი 9, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიისტორიები„დედაჩემმა ორსულობის მე-8 თვეში გაიკეთა აბორტი, მაგრამ მე გადავრჩი...“ - მელისას დაუჯერებელი...

„დედაჩემმა ორსულობის მე-8 თვეში გაიკეთა აბორტი, მაგრამ მე გადავრჩი…“ – მელისას დაუჯერებელი ისტორია

გოგონას დაუჯერებელი ისტორია, რომელიც აბორტის გაკეთების მიუხედავად, მაინც გადარჩა. 

მელისას მშობლები აიოვას კოლეჯის სტუდენტები იყვნენ. ერთად დადიოდნენ, ბარში ერთობოდნენ და დროს მხიარულად ატარებდნენ, არც ერთი არ ფიქრობდა, რომ მშობელი გახდებოდა…

მოგვიანებით მელისამ თავის წიგნში დაწერა: “დედაჩემი სპორტსმენი იყო და არარეგულარული მენსტრუალური ციკლი ჰქონდა, ამიტომ ვერ ხვდებოდა, რომ ჩემზე ორსულად იყო. მითხრეს, რომ აბორტის გაკეთება არ სურდა, მაგრამ ბებიასა და ბაბუას მამაჩემი არ მოსწონდათ და დედა აიძულეს, რომ აბორტისთვის მიემართა…”

მას შემდეგ, რაც მელისას ბებია-ბაბუამ შვილის ორსულობის შესახებ შეიტყო, პირდაპირ უთხრეს, რომ “სირცხვილი არ სჭირდებოდათ” და ბავშვის მოშორება კატეგორიულად მოითხოვეს. ამ დროს მელისას დედა უკვე 8 თვის ფეხმძიმე იყო, ტიროდა და საშინლად იტანჯებოდა, თუმცა აბორტზე მაინც წაიყვანეს.

გასული წლის 70-იან წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში აბორტის გაკეთების პრაქტიკა განსხვავებული იყო. ორსულ ქალებს საშვილოსნოში სპეციალურ ხსნარს უშვებდნენ, რომლითაც ნაყოფი, ფაქტობრივად, იწვებოდა.

ახალგაზრდა სტუდენტს სწორედ ეს საშინელი პროცედურა ჩაუტარდა. ნაყოფი სანაგვეში უნდა გადაეგდოთ, მაგრამ, საბედნიეროდ, საავადმყოფოს თანამშრომელმა, რომელმაც მელისა ქირურგიულ განყოფილებაში შეიყვანა, მსგავსი რამ ვერ გაბედა. დაინახა, რომ ბავშვი არათუ გარდაიცვალა, არამედ სუნთქავდა და ტიროდა კიდეც. ჩვილი ხალათში გაახვია და პედიატრთან წაიყვანა. პატარას ბევრი პრობლემა ჰქონდა, უჭირდა სუნთქვა, აღენიშნებოდა სიყვითლე და მის გადარჩენას არავინ ელოდა, მაგრამ მელისა საკმაოდ მებრძოლო გოგონა აღმოჩნდა. ნელ-ნელა მოძლიერდა, წონაში მოიმატა და განვითარდა. ექთანმა, რომელმაც გოგონას სანაგვეში გადაგდება ვერ გაბედა, მოგვიანებით მელისა შვილად აიყვანა.

5 წლის ასაკში მელისა უკვე თანატოლებს დაეწია. მშობლების საოცარ სიყვარულსა და ზრუნვას გრძნობდა. ოჯახში უდარდელად და ბედნიერად იზრდებოდა, ვიდრე უფროს დასთან, თემისთან კონფლიქტი არ მოუვიდა, რომელმაც უთხრა, რომ ნაშვილები იყო.

“წარსულმა არ უნდა განსაზღვროს შენი მომავალი. ღმერთმა სიცოცხლის შანსი მოგცა და გინდა ასე ადვილად გაფლანგო? უნდა ისწავლო, საკუთარი ცხოვრება შექმნა…” – უთხრეს მშობლებმა მელისას.

  ბარათაშვილის ქუჩა — ისტორიული ატმოსფერო და თანამედროვე თბილისი ერთ სივრცეში

ამის შემდეგ გოგონამ სამხრეთ დაკოტას უნივერსიტეტში პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ჩააბარა და სწავლა განაგრძო. თან ბიოლოგიური მშობლებისა და ბებია-ბაბუის მოძებნა დაიწყო. მელისამ ძიების შემდეგ ბებიასა და ბაბუას მისამართი გაიგო და მათ წერილი გაუგზავნა. როგორც თავად ამბობს, მათ მისი გამოჩენა არ სწყენიათ და აუხსნეს, რომ იმ დროს მისი დაბადება არასასურველი იყო. თუმცა, ქალი მიხვდა, რომ ბებიასა და ბაბუას დახმარებით დედას ვერ იპოვიდა, რადგან, როგორც გაირკვა, აბორტის შემდეგ მან მშობლებთან საერთოდ გაწყვიტა ურთიერთობა.

მელისას იმედი არასოდეს დაუკარგავს, რომ დედას შეხვდებოდა და მისგან მოისმენდა, თუ რატომ თქვა უარი მასზე. დედას მაშინ შეხვდა, როდესაც უკვე გათხოვილი იყო და მეუღლესთან ერთად 2 შვილს ზრდიდა.

როგორც შეხვედრის შემდეგ აღმოჩნდა, მელისას დედამ ოჯახი შეექმნა და ქალიშვილები ჰყავდა. თუმცა აღიარა, რომ გულის სიღრმეში სულ ჰქონდა იმედი, მისი შვილი გადარჩებოდა.

მელისამ დედას აპატია. ქალი ამბობს, რომ მსოფლიოში ერთადერთი ადამიანია, რომელიც ამ ვადაზე აბორტის გაკეთების მიუხედავად, გადარჩა და არანაირი დეფექტი ან ფიზიკური ნაკლი არ დარჩა.

მას 10 წელი დასჭირდა, რომ ბიოლოგიური მშობლები ეპოვა. აღმოჩნდა, რომ ისინი ერთ ქალაქში ცხოვრობდნენ. მელისა ამბობს, რომ ბიოლოგიურ მამას სამსახურში წერილი გაუგზავნა და უთხრა, რომ ყველაფერს პატიობდა. ასევე უთხრა, რომ მასთან შეხვედრას ელოდებოდა. 8 თვის განმავლობაში პასუხს უცდიდა, თუმცა შემდეგ გაირკვა, რომ მისი ბიოლოგიური მამა გარდაიცვალა.

2008 წლის აპრილში მელისასა და მის მეუღლეს პირველი შვილი შეეძინათ. ქალმა იქ იმშობიარა, სადაც თავად გაჩნდა. ახლა მეუღლესთან ერთად 2 შვილს ზრდის. ის სამოქალაქო აქტივისტი და უფლებადამცველი გახდა, იბრძვის აბორტების წინააღმდეგ და იცავს აბორტის შედეგად დაბადებულ ბავშვებს.

ასევე ნახეთ:

ქალი მასწავლებელი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

მადამ კლიკო — ქალი, რომელმაც დღევანდელი შამპანური შექმნა

„პირადად ჰყავდა ნაწამები და მოკლული 38 ადამიანი…“ – ყველაზე სასტიკი „ბარონესას“ დანაშაულები და მკაცრი განაჩენი

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB

  „ქალმა ქმრის მკვლელს 3000 ევრო გაუგზავნა... მოსამსახურე დაკავების დროს ფეხმძიმედ იყო...“ - თბილისში მომხდარი მკვლელობა, რომელსაც დიდი რეზონანსი მოჰყვა

Android: https://play.google.com/store/apps/details…

Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.