პარასკევი, აპრილი 18, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიტაბლოიდიდარეჯან დედოფლის სასახლე - საჩინო

დარეჯან დედოფლის სასახლე – საჩინო

დარეჯან დედოფლის სასახლე – საჩინო

სასახლე თბილისში,მტკვრის მარცხენა მხარეს ურბნისის ქუჩაზე მდებარეობს. იგი აგებულია 1776 წელს ერეკლე II-ის მეუღლის, დარეჯან დედოფლისთვის. ძეგლი ნაწილობრივ გადაკეთებულია XIX ს-ში. იგი დაშენებულია ქალაქის გალავნის ბურჯზე.
XVIII ს 70-იან წლებში დედოფალ დარეჯანს, ძველი ციხის ნანგრევებზე, სასახლე და წმიდა ირაკლისა და წმიდა დარიას სახელობის კარის ეკლესია აუგია. მომდევნო პერიოდში ეკლესია მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის მონასტრად გადაუკეთებიათ. მონასტერს „დარიას მონასტერს“, სასახლეს კი „საჩინოს“ უწოდებენ.
დარეჯან დედოფლის პეტერბურგში გადასახლების შემდეგ, სასახლე და ეკლესია ეგზარქოსმა თეოფილაქტემ შეიძინა და აქ სასულიერო სემინარია და სამრევლო სკოლები მოაწყო.
კომუნისტური რეჟიმის დროს მონასტერმა ფუნქციონირება შეწყვიტა. XX საუკუნის 70-იან წლებში აქ 26 კომისრების რაიონული მუზეუმი მოთავსებულა. გარკვეული დროის განმავლობაში ეკლესიას საწყობადაც იყენებდნენ. შემდეგ აქ ერთი მსახიობის თეატრი დაარსდა და 90-ან წლებამდე თეატრალური წარმოდგენები იმართებოდა.
1991 წლიდან ეკლესია საპატრიარქოს გამგებლობაში გადავიდა. სასახლის კოშკის ქვედა ნაწილი ნაგებია ნატეხი ქვით, წყობაში ფენებად დატანებულია კვადრატული აგური. ყურადღებას იპყრობს ლამაზი, დეკორატიული აივანი რომელიც კოშკის ზედა ნაწილს შემოუყვება და მხატვრულობას სძენს ძეგლს. აივნიდან ქალაქის შესანიშნავი ხედი იშლება.
შეიძლება იყოს bell tower გამოსახულება
author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
  „დიდი მნიშვნელობა აქვს სილუეტს, უნდა იცოდეთ, რა გიხდებათ… შემდეგი მთავარი ეტაპი კი ფერის შერჩევაა“ – ანუკი არეშიძე გამომწერებს გარდერობიდან 7 საინტერესო „ლუქს“ სთავაზობს
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი