საქართველოს ბულბულის“ დიდი ტურნე 7 მაისს, ბათუმიდან იწყება! – დათო კენჭიაშვილი საქართველოს ყველა რეგიონს ეწვევა
დათო კენჭიაშვილი ქართველების საყვარელი მომღერალი, ქართული ფოლკლორის ვარსკვლავი, თავისი კარიერის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს იწყებს – „საქართველოს ბულბულის“ დიდი ტურნე საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს!
ტურნე საზეიმოდ გაიხსნება 7 მაისს, ბათუმის კულტურის ცენტრში (საზაფხულო თეატრში), საღამოს 8 საათზე.
ამ დღეს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს თავად მომღერლისთვისაც, რადგან 7 მაისს დათო კენჭიაშვილი საკუთარ დაბადების დღეს სცენაზე, მაყურებელთან ერთად აღნიშნავს.
ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ჩატარებული სოლო კონცერტის შემდეგ, რომელმაც სრული ანშლაგით ჩაიარა, დათო კენჭიაშვილი უამრავ წერილს იღებდა გულდაწყვეტილი მსმენელისგან. ადამიანები სხვადასხვა რეგიონიდან წერდნენ, რომ ვერ მოახერხეს თბილისში ჩამოსვლა და ვერ დაესწრნენ მის კონცერტს, რაც მომღერალმა გულთან ახლოს მიიტანა. ასე გაჩნდა რეგიონული ტურნეს იდეაც.
7 მაისის, პირველი კონცერტის შემდეგ ტურნე გაგრძელდება 23 ივნისს ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში, შემდეგ კი მოიცავს მთელი ქვეყნის მასშტაბს: კახეთი, სამცხე-ჯავახეთი, გურია, ქართლი და სვანეთი. დათო თავისი მუსიკითა და სითბოთი საქართველოს ყველა რეგიონში აპირებს ჩასვლას.
გრანდიოზული ტურნე მიზნად ისახავს ქართული ფოლკლორისა და ეროვნული მუსიკის კიდევ უფრო ფართოდ გაცნობას და სიყვარულის გაზიარებას იმ ადამიანებისთვის, ვინც წლების განმავლობაში იყო დათოს შემოქმედების ერთგული მხარდამჭერი და მსმენელი. ბათუმის კონცერტის ბილეთები უკვე გაყიდვაშია.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #pitskhelauri #აქხარისხია
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi