სამშაბათი, აპრილი 22, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიFace-ამბებიგურამ თუშიშვილი პარიზის ოლომპიადაზე შეჯიბრიდან მოიხსნა

გურამ თუშიშვილი პარიზის ოლომპიადაზე შეჯიბრიდან მოიხსნა

ძიუდოს  საერთაშორისო ფედერაცია – გურამ თუშიშვილს ძიუდოს ნებისმიერ საერთაშორისო შეჯიბრში მონაწილეობა ეკრძალება, ვიდრე დისციპლინური კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას არ მიიღებს

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის დისციპლინური კომისია +100 კგ წონით კატეგორიაში ტედი რინერსა და გურამ თუშიშვილს შორის მეოთხედფინალის ბოლოს მომხდარ ინციდენტს ეხმაურება.

თუშიშვილი 1/4 ფინალურ ეტაპზე იპონით დამარცხდა. ბრძოლის  დასასრულს რინერმა უღირსი ქცევა ჩაიდინა, მანდ თუშიშვილწ რქღაც მიაძახა, გამომწვევი ქცევის შემდეგ ხელი ყელშიც მოუჭირა, რასაც გურამის უხეში პასუხი მოჰყვა, ტედის მუხლიც მიარტყა.  

დისციპლინარული კომისიის შეფასებით, ქართველი ძიუდოისტის თუშიშვილის ქცევა ეწინააღმდეგებოდა ძიუდოს სულისკვეთებას. 

შედეგად თუშიშვილს, ძიუდოს ნებისმიერ საერთაშორისო შეჯიბრში მონაწილეობა ეკრძალება, სანამ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის დისციპლინური კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას არ მიიღებს. 

სიტუაციის შესასწავლად სასწრაფოდ დროებითი დისციპლინური კომისია საგანგებოდ შეიკრიბა.

ედეგად შემდეგი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული:

ურამ თუშიშვილი მოიხსნა ინდივიდუალური ასპარეზობიდან და არ იქნება დაშვებული რეპეშაჟში მონაწილეობის მისაღებად.

ურამ თუშიშვილი ასევე მოიხსნა 2024 წლის სამ აგვისტოს დაგეგმილ შერეულ გუნდურ შეჯიბრში მონაწილეობიდან.

გურამ თუშიშვილს ძიუდოს ნებისმიერ საერთაშორისო შეჯიბრში მონაწილეობა ეკრძალება, სანამ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის დისციპლინური კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას არ მიიღებს. მომხდარის დასადგენად შემდგომი გამოძიება ჩატარდება.

გადაწყვეტილების შესახებ ეცნობა ქართულ დელეგაციასა და ათლეტებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

  1. წყარო

#drpkhakadze

author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
  ,,რით ვერ მოინელეს ამ გოგოს ბედნიერება, ზღაპარივით ცხოვრება, მოსიყვარულე ქმარი და დამსახურებული ბარონესობა” – რას წერს ია ფარულავა
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი