ხუთშაბათი, მაისი 7, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაგრიბოედოვის ქ. N16-ში საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრება მიმდინარეობს - 20 ოჯახი ცხოვრობს,...

გრიბოედოვის ქ. N16-ში საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრება მიმდინარეობს – 20 ოჯახი ცხოვრობს, რომელთაც მომავალ წელს საცხოვრებელი პირობები გაუუმჯობესდებათ

მთაწმინდის რაიონში, ალექსანდრე გრიბოედოვის ქ. N16-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრება მიმდინარეობს, – განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.

მისი თქმით, აღნიშნულ მისამართზე 20 ოჯახი ცხოვრობს, რომელთაც მომავალ წელს საცხოვრებელი პირობები გაუუმჯობესდებათ.

„მთაწმინდის რაიონში, ალექსანდრე გრიბოედოვის N16-ში საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრება მიმდინარეობს. შენობა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში გამაგრდება. პროექტით გათვალისწინებულია შენობის კონსტრუქციული ელემენტების – საძირკვლისა და მზიდი კედლების არმირება და ბეტონირება, ფანჯრების ღიობების მოჩარჩოება. ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდება შენობის ფასადს. ამჟამად, შენობაში 20 ოჯახი ცხოვრობს. შენობის გამაგრების შემდეგ, რომელიც მომავალი წლის დასაწყისში დასრულდება, მათი საცხოვრებელი პირობები საგრძნობლად გაუმჯობესდება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ასევე, თბილისის მერმა კიდევ ერთხელ განმარტა „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ მნიშვნელობა და ხაზი გაუსვა კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ავარიული შენობების განახლების პროცესში ბიზნესის ჩართულობას.

„აღნიშნული პროგრამა უკვე დიდი ხანია მუშაობს და ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რადგან ქალაქში, სამწუხაროდ, ბევრი ავარიული შენობა-ნაგებობა გვაქვს. ასევე, არსებობს ძეგლები, რომელთაც განახლება სჭირდებათ. ჩვენ დავნერგეთ ახალი პროგრამა, რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს, ბიზნესის ჩართულობით მოვახდინოთ კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე შენობების აღდგენა, განახლება, მოწესრიგება. თბილისის განვითარების ფონდი გარკვეულ პროექტებს უკვე ახორციელებს. მათ შორის, დაგეგმილია ინგოროყვასა და სულხან-საბას ქუჩების სრული რეაბილიტაცია-განახლება, იქ არსებული შენობების მოწესრიგება. მათგან უმრავლესობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს, თუმცა მარტო ფონდი ვერ მოაგვარებს იმ პრობლემას, რომელიც ჩვენ ავარიული სახლების მიმართულებით გვაქვს. ამიტომ ბიზნესის ჩართულობა მნიშვნელოვანია. ასევე, მოსახლეობას მოვუწოდებ, გამოიყენეთ „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამა“ და შეძლებთ, მოაგვაროთ არსებული პრობლემები“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ამასთან, კახა კალაძე თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე კერძო საკუთრებაში შეჭრილი მოქალაქეების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ იქ მცხოვრები სამი ოჯახი უკვე დათანხმდა ქირით გაყვანაზე და ამისთვის შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს.

  კორპუსში 3-ზე მეტი შინაური ცხოველის ყოლა მხოლოდ მეზობლების თანხმობით იქნება დასაშვები

„მუნიციპალიტეტი გამოხატავს სრულ მზადყოფნას, რომ იმ ოჯახებს, ვინც თბილისშია რეგისტრირებული და საცხოვრებელი ფართები არ აქვთ, მათ უზრუნველვყოფთ ქირით და ექნებათ ნორმალურ პირობებში ცხოვრების შესაძლებლობა. გარდა ამისა, თუ ადამიანებს არ გააჩნიათ საცხოვრებელი სახლები, ამასაც შესაბამისი პროცედურები აქვს. ჯერ უნდა მიიღოთ უსახლკაროს სტატუსი. შეგიძლიათ, მიბრძანდეთ სამგორის რაიონის გამგეობაში, სადაც დაგეხმარებიან, თუ რა საბუთები უნდა შეაგროვოთ და წარადგინოთ ჯანდაცვის სამინისტროში, რომ სტატუსი მიიღოთ. ამ სტატუსის მიღების შემდეგ მუნიციპალიტეტი შესაბამისი ქონებით დაგაკმაყოფილებთ, იქამდე კი ქირით იქნებით გაყვანილი. როგორც ვიცი, ამ ეტაპზე, აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები სამი ოჯახი უკვე დათანხმებულია ქირით გაყვანაზე და ამისთვის შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს.

ნუ მოუსმენთ არასწორ ინფორმაციებს, რადგან ხშირად ხდება მსგავსი შემთხვევების სათავისოდ გამოყენება, პოლიტიკური სპეკულაციები, თუმცა, რეალობა ერთია, რომ მუნიციპალიტეტი, როგორც ადრე, ახლაც გამოთქვამს მზადყოფნას მათი ქირით გაყვანისთვის. ტყუილია, რომ თითქოს ამ ადამიანებს ქირით ერთი და სამი თვით გაყვანა შევთავაზეთ. ჩვენ ქირით გაგვყავს ერთი წელი, ხოლო ერთი წლის გასვლის შემდეგ, ხელშეკრულება თავიდან გაფორმდება“, – განაცხადა თბილისის მერმა.

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.