,,გირჩევთ, სიყვარული არ გადადოთ. გინდა მოფერება? – მოეფერე, ტკბილი სიტყვა უთხარი, არ აწყენინო“ – შალვა ამონაშვილი

ავტორი
2 წუთიანი წაკითხვა

„სიყვარული არ გადადოთ, თუ ვინმე გიყვართ, გიყვარდეთ ახლა, ამ წუთს …” – აღნიშნულის შესახებ აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა პირველი არხის ეთერში ისაუბრა.

,,სიყვარული ისეთი რამ არის, რაც გადადებას არ ითხოვს. თუ ქმარს ცოლი უყვარს, სულ უნდა უყვარდეს, ყოველთვის და ყოველ წამს. უყვარდეს საქმით, სიტყვით, ალერსით, მოფერებით, კარგი ამბებით. უნდა ჩაეხუტოს და მოეფეროს მას, არ უნდა აწყენინოს, არ უნდა თქვას – „რაღა დროს ეგ სიყვარულია, 20 წელია ერთად ვცხოვრობთ“. მართლაც რომ გაუცხოვდებიან ხოლმე, ერთს ერთგან გაურბის თვალი, მეორეს შეიძლება მეორეგან. თუ გიყვარს, მაშინ უნდა გიყვარდეს, როცა ხარ და როცა არის. არ გადადო ეს სიყვარული!”

,,მე ბევრჯერ გადავდე, გადავდე იმიტომ, რომ წიგნს ვწერ, სადმე მივდივარ, გაბრაზებული ვარ, გადავდე, გადავდე და ეს გადადებები დამრჩა გულში. ხომ შეიძლებოდა ეს არ ყოფილიყო, იმასაც წყენა არ დარჩენოდა ჩემზე და უფრო მეტი სიყვარული გვენახა. ამიტომ გირჩევთ, სიყვარული არ გადადოთ. გინდა მოფერება? მოეფერე, ტკბილი სიტყვა უთხარი, არ აწყენინო, არ გაუბრაზდე, არ შეურაცხყო, ხელი არ აღმართო. ათასი ცუდი ქცევა გვაქვს, ვითომ გვიყვარს და თან იქვე, პილპილმოყრილი მადლიო. ასეთი სიყვარული, „პილპილმოყრილი“, არ არის სიყვარული,” – აღნიშნა მან.

ქალი მასწავლებელი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

- Advertisement -
Ad imageAd image

მადამ კლიკო — ქალი, რომელმაც დღევანდელი შამპანური შექმნა

„პირადად ჰყავდა ნაწამები და მოკლული 38 ადამიანი…“ – ყველაზე სასტიკი „ბარონესას“ დანაშაულები და მკაცრი განაჩენი

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). ,,გირჩევთ, სიყვარული არ გადადოთ. გინდა მოფერება? – მოეფერე, ტკბილი სიტყვა უთხარი, არ აწყენინო“ – შალვა ამონაშვილი. 12 ოქტომბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/გირჩევთ-სიყვარული-არ-გად/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Duty free gaqidvebis asistenti

საქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: CV.ge
Маркетолог (Руководитель)

ბათუმი · ტრანსპორტი / ლოგისტიკა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-25T19:36:35+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi