პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისხვასპორტიგიორგი მუმლაძე ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ბრინჯაოს პრიზიორია

გიორგი მუმლაძე ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ბრინჯაოს პრიზიორია

ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი მიმდინარეობს. ძიუდოისტმა გიორგი მუმლაძემ (-81 კგ) მესამე ადგილისთვის შეხვედრაში სლოვაკი ალექს კრივეჩი დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მიმდინარე ოლიმპიადაზე ეს საქართველოსთვის მეოთხე მედალია. ვერცხლის მედალი ვასილ გამეზარდაშვილმა (-73 კგ) მოიპოვა, ბრინჯაოს პრიზიორები კი საბა ბოლქვაძე (-50 კგ) და ვახტანგ ჭიაბერაშვილი (-60 კგ) გახდნენ.

21-იდან 26 ივლისის ჩათვლით ოლიმპიურ ფესტივალზე სპორტის 15 სახეობის ასპარეზობებში მონაწილეობას მიიღებს 49 ქვეყნის 3000-ზე მეტი 14-18 წლის სპორტსმენი. საქართველოდან სპორტის ცხრა სახეობაში (ძიუდო, მაგიდის ჩოგბურთი, ბადმინტონი, მძლეოსნობა, ცურვა, ტყვიის სროლა, ველოსპორტი, ტაეკვონდო, სპორტული ტანვარჯიში) იასპარეზებს 36 სპორტსმენი.

ქართველი სპორტსმენები ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.

ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

  „დარწმუნებული ვარ გიორგი მაქსიმუმს გააკეთებს“ – როგორია მამარდას ცოლის, ელენე ეპიტაშვილის პროგნოზი
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი