გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ნია იმნაძის ოჯახი განცხადებას ავრცელებს

4 წუთიანი წაკითხვა
ეკა კუპატაძე ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადებაზე: „მან გააჟღერა ბევრი არასწორი ინფორმაცია - ტყუილია ეგ ყველაფერი. სულ არ მცალია ახლა მე ნანუკა ჟორჟოლიანისთვის. სამყარო ჩამოქცეული მაქვს. გიჟური გამოხტომები და პოლიტიკურ რელსებზე გადაყვანა არის სრული აბსურდი“

გიგა ავა­ლი­ა­ნის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი ნია იმ­ნა­ძის ოჯა­ხი გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს:

“გვსურს სა­ზო­გა­დო­ე­ბას გან­ვუ­მარ­ტოთ, რომ ბოლო კვი­რე­ბია ნია იმ­ნა­ძის ად­ვო­კა­ტი და ოჯა­ხი პრაქ­ტი­კუ­ლად დღე და ღამე საქ­მის მა­სა­ლებს ვკი­თხუ­ლობთ. ყვე­ლა გვერ­დი, ყვე­ლა დო­კუ­მენ­ტი, ყვე­ლა ჩვე­ნე­ბა, ყვე­ლა მი­მო­წე­რა, ყვე­ლა სი­ტყვა – თი­თო­ე­უ­ლი დე­ტა­ლი არა­ერ­თხელ იქნა წა­კი­თხუ­ლი, შეს­წავ­ლი­ლი და გა­ა­ნა­ლი­ზე­ბუ­ლი. საქ­მის მა­სა­ლებ­ში არ არ­სე­ბობს არც ერთი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რომ ნია იმ­ნა­ძემ ვინ­მე გიგა ავა­ლი­ან­ზე თავ­დას­ხმის­კენ წა­ა­ქე­ზა. არც ერთი. Ნული. არ არ­სე­ბობს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რომ ნიამ ვინ­მეს თავ­დას­ხმა და­ა­ვა­ლა, რომ ნია იმ­ნა­ძემ ვინ­მეს გიგა ავა­ლი­ა­ნის ცემა ან მის­თვის ზი­ა­ნის მი­ყე­ნე­ბა სთხო­ვა. არ არ­სე­ბობს იმის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბაც კი, რომ ნიამ წი­ნას­წარ იცო­და, რომ გიგა ავა­ლი­ან­თან ვინ­მე და­პი­რის­პი­რე­ბას

აპი­რებ­და. სა­მა­გი­ე­როდ, არ­სე­ბობს არა­ერ­თი პირ­და­პი­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა იმი­სა, რომ ნია იმ­ნა­ძეს არ შე­იძ­ლე­ბა სცოდ­ნო­და, რომ მისი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი გი­გას­თან ას­ვლას აპი­რებ­და. და­უს­ვით სა­კუ­თარ თავს კი­თხვა: შე­იძ­ლე­ბა თუ არა ერთი ადა­მი­ა­ნის პი­რა­დი შუ­რის­ძი­ე­ბა, რო­გო­რი გა­სა­გე­ბიც არ უნდა იყოს მისი ტკი­ვი­ლი, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ზე­წო­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით სა­ხელ­მწი­ფოს

გა­და­წყვე­ტი­ლე­ბად გა­და­იქ­ცეს? თუ შე­იძ­ლე­ბა — მა­შინ პრობ­ლე­მა ნია აღარ არის. პრობ­ლე­მა ჩვენ ვართ. პრობ­ლე­მა ის სა­ხელ­მწი­ფოა, სა­დაც ყვე­ლა­ზე ხმა­მა­ღა­ლი ხმა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­ზე ძლი­ე­რი ხდე­ბა.პრობ­ლე­მა ის სა­სა­მარ­თლოა, რო­მელ­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­სამ­შვი­დებ­ლად ადა­მი­ა­ნის მსხვერ­პლად შე­წირ­ვა შე­უძ­ლია და პრობ­ლე­მა ის სა­ზო­გა­დო­ე­ბაა, რო­მე­ლიც ამას უყუ­რებს და ამ­ბობს: „მე არ მე­ხე­ბა.“გე­ხე­ბათ. ყვე­ლას გვე­ხე­ბა.უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის პრე­ზუმფცია სწო­რედ მა­შინ არის სა­ჭი­რო, რო­დე­საც მთე­ლი ქვე­ყა­ნა ადა­მი­ა­ნის წი­ნა­აღ­მდეგ არის გან­წყო­ბი­ლი.

სა­სა­მარ­თლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა სწო­რედ მა­შინ არის სა­ჭი­რო, რო­დე­საც ქუჩა გა­ნა­ჩენს ითხოვს.მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა სწო­რედ მა­შინ არის სა­ჭი­რო, რო­დე­საც ემო­ცია გვარ­წმუ­ნებს, რომ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის გა­რე­შეც ყვე­ლა­ფე­რი ვი­ცით.დღეს ეკ­რან­ზე ნიას სა­ხეა.ხვალ შე­იძ­ლე­ბა თქვე­ნი შვი­ლის ფოტო იყოს. თუ დღეს და­ვუშ­ვებთ, რომ 16 წლის ბავ­შვი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის გა­რე­შე შე­ე­წი­როს პი­რად შუ­რის­ძი­ე­ბას და სა­ზო­გა­დო­ებ­რივ რის­ხვას, ხვალ ვე­ღარ მო­ვი­თხოვთ სა­მარ­თლის იმა­ვე პრინ­ცი­პე­ბის დაც­ვას სა­კუ­თა­რი შვი­ლე­ბის­თვის.

- Advertisement -
Ad imageAd image

კი­დევ ერთხელ გან­ვმარ­ტავთ: ჩვენ არა­ვის ვთხოვთ, ნიას უდა­ნა­შა­უ­ლო­ბა ბრმად და­ი­ჯე­როს. სა­ერ­თოდ არაფ­რის ბრმად და­ჯე­რე­ბას არ გთხოვთ. ნუ და­უ­ჯე­რებთ ბრმად ნიას ოჯახს. ნუ და­უ­ჯე­რებთ ბრმად ეკა კუ­პა­ტა­ძეს. ნუ და­უ­ჯე­რებთ ბრმად პრო­კუ­რა­ტუ­რას. მო­ი­თხო­ვეთ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა. და­უ­ჯე­რეთ სა­კუ­თარ თვა­ლებს. სა­კუ­თარ თავს.ეს არის ყვე­ლა­ფე­რი, რა­საც ვი­თხოვთ. გიგა ავა­ლი­ა­ნის დე­დი­სა და ოჯა­ხის ტკი­ვი­ლი ერთი წა­მი­თაც არა­ვის ნიას ოჯა­ხი­დან არ და­უკ­ნი­ნე­ბია.

შვი­ლის და­კარ­გვა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი ტრა­გე­დი­აა. ტკი­ვი­ლი ადა­მი­ანს აძ­ლევს გლო­ვის უფ­ლე­ბას. აძ­ლევს პა­სუ­ხე­ბის მო­თხოვ­ნის უფ­ლე­ბას. აძ­ლევს სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის მო­თხოვ­ნის უფ­ლე­ბას — და ასეც უნდა იყოს. მაგ­რამ არ აძ­ლევს უფ­ლე­ბას თა­ვად გან­სა­ზღვროს, ვინ უნდა და­ი­სა­ჯოს. თუ სა­ხელ­მწი­ფო ამ ზღვარს წაშ­ლის და პი­რად შუ­რის­ძი­ე­ბას სა­სა­მარ­თლოს ძა­ლას მის­ცემს, ეს უკვე მხო­ლოდ ერთი ოჯა­ხის ტრა­გე­დია აღარ იქ­ნე­ბა. ეს იქ­ნე­ბა სა­მარ­თლის და­მარ­ცხე­ბა. და თუ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ნიას წი­ნა­აღ­მდეგ წა­ქე­ზე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ არ­სე­ბობს, სა­ხელ­მწი­ფო მა­ინც გა­და­წყვეტს 16 წლის ბავ­შვის დას­ჯას, ყვე­ლამ წი­ნას­წარ იცო­დეს ერთი რამ:მისი ოჯა­ხი ამას არა­სო­დეს შე­ე­გუ­ე­ბა.

ჩვენ არ გავ­ჩუმ­დე­ბით. ჩვენ არ შევ­წყვეტთ ბრძო­ლას იქ, სა­დაც ერთი სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი დას­რულ­დე­ბა. გა­მო­ვი­ყე­ნებთ ყვე­ლა კა­ნო­ნი­ერ შე­საძ­ლებ­ლო­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში და მის ფარ­გლებს გა­რეთ. მივ­მარ­თავთ ყვე­ლა შე­სა­ბა­მის სა­სა­მარ­თლო ინ­სტან­ცი­ას, ყვე­ლა შე­საძ­ლო სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლებ­რივ მე­ქა­ნიზმს და ყვე­ლა იმ ინ­სტი­ტუ­ცი­ას, რო­მელ­საც ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი­სა და სა­მარ­თლი­ა­ნი სა­სა­მარ­თლოს დაც­ვა ევა­ლე­ბა. ყვე­ლა დო­კუ­მენ­ტი, ყვე­ლა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, ყვე­ლა პრო­ცე­დუ­რუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და ყვე­ლა შე­საძ­ლო დარ­ღვე­ვა იქ­ნე­ბა შეს­წავ­ლი­ლი და წარ­დგე­ნი­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზეც,” – ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ცნო­ბის­თვის, 7 აგ­ვის­ტოს, გარ­დაც­ვლი­ლი მას­წავ­ლებ­ლის, გიგა ავა­ლი­ა­ნის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბულ ორ არას­რულ­წლო­ვანს, ნია იმ­ნა­ძე­სა და ანას­ტა­სია ბე­რუ­აშ­ვილს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და.

სა­ერ­თო ჯამ­ში, საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლია 7 პირი – ალექ­სან­დრე გა­ბაშ­ვი­ლი, გი­ორ­გი რი­კა­ძე, ანი ნას­ყი­დაშ­ვი­ლი, დე­მეტ­რე ჩი­ქო­ვა­ნი, გი­ორ­გი მა­ლა­ნია, ნია იმ­ნა­ძე და ანას­ტა­სია ბე­რუ­აშ­ვი­ლი. მათ­გან ოთხი – ალექ­სან­დრე გა­ბაშ­ვი­ლი, გი­ორ­გი რი­კა­ძე, ანი ნას­ყი­დაშ­ვი­ლი და დე­მეტ­რე ჩი­ქო­ვა­ნი მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბი არი­ან.

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ნია იმნაძის ოჯახი განცხადებას ავრცელებს. 7 სექტემბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/გიგა-ავალიანის-მკვლელობ-2/

გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi