შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიFace-ამბები„გთხოვთ, ნუ დაატარებთ ამ ლელას სურათს ყველა არჩევნების წინ და ნუ ატყუებთ...

„გთხოვთ, ნუ დაატარებთ ამ ლელას სურათს ყველა არჩევნების წინ და ნუ ატყუებთ ადამიანებს, რომ ლელა მღერის სადმე… 2012 წლის მერე არც ერთ საარჩევნო კონცერტზე არ გამოვსულვართ“ – კახა მამულაშვილი მიმართვას ავრცელებს

პროდიუსერი კახა მამულაშვილი (მამულიჩა) მიმართვას ავრცელებს და წერს, რომ სოციალურ ქსელში მომღერალ ლელა წურწუმიასთან დაკავშირებით დეზინფორმაცია ვრცელდება.

მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„ბოდიში

მაგრამ, 2012 წლის მერე არც ერთ საარჩევნო კონცერტზე არ გამოვსულვართ და გთხოვთ, ნუ დაატარებთ ამ ლელას სურათს, ყველა არჩევნების წინ და ნუ ატყუებთ ადამიანებს , რომ ლელა მღერის სადმე, გუშინდელი კონცერტის არ იყოს, რომელიც ჩატარდა ბათუმში.

თქვე ოჯახაშენებულებო დარეკეთ მაინც, რომ გადაამოწმოთ, მაგრამ არ გინდათ მაგის გარკვევაც.

დასამალი არაფერია, თუ რამეს გადავწყვეტთ, ამიტომ გთხოვთ მოეშვით, ამ ტყუილების ტირაჟირებას.

მადლობა წინასწარ“, – წერს კახა მამულაშვილი.

  მეგობრების სიურპრიზი კახა კალაძეს - თბილისის მერს „ქსოვრელები“ მიუყვანეს
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი