ოთხშაბათი, იანვარი 7, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემა„გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები, გამოვყოფდი უმაღლესი და ზოგადი განათლების სისტემის რეფორმებს, სრული...

„გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები, გამოვყოფდი უმაღლესი და ზოგადი განათლების სისტემის რეფორმებს, სრული კონცენტრაციით უნდა ვიმუშაოთ განათლების რეფორმის განხორციელებაზე, განათლების გარეშე ვერც ერთი მიღწევა ვერ იქნება მდგრადი“-პრემიერი

სამომავლოდ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი, ამბიციური გეგმები სხვადასხვა მიმართულებით, რეფორმები გვაქვს დაგეგმილი, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

მთავრობის მეთაურმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო განათლების სისტემის რეფორმას და აღნიშნა, რომ სრული კონცენტრაციით მუშაობაა საჭირო აღნიშნული რეფორმის განსახორციელებლად, ვინაიდან, განათლების გარეშე ვერც ერთი მიღწევა ვერ იქნება მდგრადი.

„ყველაზე მეტად გამოვყოფდი განათლების რეფორმას. საუბარია როგორც უმაღლესი განათლების, ისე ზოგადი განათლების სისტემის რეფორმაზე. შევიმუშავეთ კონცეფციები და ამ კონცეფციების განხორციელებას აქვს მნიშვნელობა უკლებლივ ყველა დარგისა და, ზოგადად, ქვეყნის სწორი მიმართულებით განვითარებისთვის. განათლების გარეშე ვერც ერთი მიღწევა ვერ იქნება მდგრადი. შესაბამისად, სრული კონცენტრაციით უნდა ვიმუშაოთ როგორც ერთი, ისე მეორე მიმართულებით განათლების რეფორმის განხორციელებაზე,“- განაცხადა პრემიერმა.

  მეფე ჩარლზი სექტემბერში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უმასპინძლებს
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი