პარასკევი, მარტი 28, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიასტროლოგია„გვალვები, წყლის რესურსების კლება, ბუნებრივი კატაკლიზმები...“ - რას პროგნოზირებს ხათუნა ნოელი

„გვალვები, წყლის რესურსების კლება, ბუნებრივი კატაკლიზმები…“ – რას პროგნოზირებს ხათუნა ნოელი

რა ცვლილებებს უნდა ველოდოთ და რას გვიმზადებს ცის კაბადონი უახლოესი კვირების განმავლობაში, – ამ თემაზე სოციალურ ქსელში ასტროლოგი ხათუნა ნოელი წერს:

„კიდევ ერთი, თუმცა არა ბოლო სტატია ნეპტუნის ვერძში ხანგრძლივ ტრანზიტთან დაკავშირებით. როგორც იცით, ნეპტუნი რელიგიას, იდეოლოგიებს, მისტიციზმს და მასობრივ ილუზიებს უკავშირდება, ხოლო მარსი – ომებს და დაპირისპირებებს.

ზოგიერთი ასტროლოგი ნეპტუნის ტრანზიტს ვერძში განიხილავს როგორც რელიგიური იდეების(ნეპტუნი) შეჯახება სამხედრო ან რევოლუციურ ენერგიასთან (ვერძი/მარსი), რამაც შეიძლება გამოიწვიოსო ისეთი კონფლიქტებიო, სადაც რელიგიური იდენტობა ომების გასამართლებლად იქნება გამოყენებულიო. მართლა? იქნებ არც ისე წვიმს, როგორ ქუხს. ასტროლოგია იმით არის საინტერესო, რომ ის ყოველთვის თანხვედრაშია ისტორიულ პროცესებთან.

ისტორია, რომ სპირალურად ვითარდება, ეს საყოველთაოდ ცნობილია. ასევე ციკლურია ასტროლოგია და პლანეტების ურთიერთკავშირები. ესე იგი უნდა ინახოს, რა ხდებოდა 1862-1875 წლებში, ანუ მაშინ როდესაც ნეპტუნი ბოლოჯერ იმყოფებოდა ვერძის ნისანში. არ დამეზარა და მოვიძიე.

საინტერესოა, რომ მსოფლიოში მართლაც იყო რელიგიურ თემებზე დაპირისპირებები: ასე მაგალითად, ერთი წლით ადრე დაწყებული აშშ-ს სამოქალაქო ომი (1861–1865): მიუხედავად იმისა, რომ ძირითადად ეხებოდა მონათმფლობელობასა და ფედერალიზმს, რელიგიური რიტორიკა ხშირად გამოიყენებოდა ორივე მხარის მიერ.თუმცა როგორც ხვდებით, ეს არ იყო ძირითადი მოტივი.

1. 1868 წელს იაპონიაში დაიწყო პროცესები, რომლებიც ბუდიზმის გავლენის შესუსტებასა და ტრადიციული შინტოისტური კულტის გაძლიერებას უკავშირდებოდა. აქაც მთავარი პოლიტიკა იყო. თანაც შიდა პოლიტიკა. ომი? არა, ომი არ ამტყდარა.

2. 1870 – ვატიკანის პირველი კრება, რომელზედაც პაპის შეუმცდარობის დოგმა დამტკიცდა, ამან კი კათოლიკურ ეკლესიაში სერიოზული აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, მაგრამ არა ომი.

3. 1860-70-იანი წლებში ოსმალეთის იმპერიაში „თანასწორობის“ და „რეფორმების“ პერიოდში გაძლიერდა ისლამური კონსერვატორული მოძრაობები, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ თანამედროვე დასავლურ გავლენებს. ომზე არც აქ ყოფილა ლაპარაკი.

4.ზოგადი ტენდენციებიდან აღსანიშნავია ე.წ. სეკულარიზაციის ტენდენციები: ევროპაში გაძლიერდა კონფლიქტი რელიგიასა და მეცნიერებას/სახელმწიფოს შორის. დაიწყო ბრძოლა ასტროლოგიის წინააღმდეგაც, მაგრამ ამას ომს პირობითად თუ დავარქმევთ.

  ახდენს თუ არა გავლენას მობილურის, მანქანისა და ბინის ნომრები წარმატებაზე

რეალურად ყველა ამ კონფლიქტს უფრო პოლიტიკურ-ეკონომიკური ფესვები ჰქონდა, ვიდრე რელიგიური. უშუალოდ რელიგიური კონფლიქტი რასაც ჰქვია, იყო ცოტა უფრო ადრე – (1618–1648) ე.წ. 30 წლიანი ომი ანუ პროტესტანტიზმისა და კათოლიციზმის დაპირისპირება. არც ჯიჰადები ან ჯვაროსნული ლაშქრობები დამთხვევია ნეპტუნს ვერძში. ასე რომ, როცა ნეპტუნი ისევ ვერძში შევა, შესაძლოა მსოფლიოში კვლავ გაძლიერდეს რელიგიურ-იდეოლოგიური დაპირისპირებები, რაც შეიძლება გამოიხატოს უფრო როგორც ახალი რელიგიური თუ იდეოლოგიური მოძრაობების წარმოქმნაში, ვიდრე ომებში. როგორც იტყვიან – ყველა მედალს აქვს ორი მხარე და აი, მოუსავლიანობა, გვალვები, წყლის რესურსების კლება და წყლის სტიქიასთან დაკავშირებული ბუნებრივი კატაკლიზმები – ეს კი ბატონო. სრულიად მოსალოდნელია. იმედია კაცობრიობა გამოსავალს მაინც იპოვნის და ამასაც გავუძლებთ“, – წერს ხათუნა ნოელი.

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
რჩევები ტაჯიკეთში მოგზაურობამდე

რჩევები ტაჯიკეთში მოგზაურობამდე

27 March, 2025
კვლევა – გამოავლინეს ჰორმონები, რომლებსაც კანის დაბერებასთან შეწინააღმდეგება შეუძლია

კვლევა – გამოავლინეს ჰორმონები, რომლებსაც კანის დაბერებასთან შეწინააღმდეგება შეუძლია

მარტი 28, 2025
იცოდით, რომ ინტერიერის ფერები გავლენას ახდენს თქვენს მადაზე? – ჩვენ “დიდ საიდუმლოს” გაგიმხელთ

იცოდით, რომ ინტერიერის ფერები გავლენას ახდენს თქვენს მადაზე? – ჩვენ “დიდ საიდუმლოს” გაგიმხელთ

მარტი 27, 2025
29-30 მარტს საქართველოს ზოგიერთ, ხოლო 31 მარტს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი

29-30 მარტს საქართველოს ზოგიერთ, ხოლო 31 მარტს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი

მარტი 28, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
თბილისის ფუნიკულიორი 120 წლისაა

თბილისის ფუნიკულიორი 120 წლისაა

მარტი 27, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
რასთან ერთად არის დაუშვებელი თევზის მირთმევა?

რასთან ერთად არის დაუშვებელი თევზის მირთმევა?

მარტი 27, 2025
თმის გაღიავების ხალხური მეთოდები

თმის გაღიავების ხალხური მეთოდები

მარტი 28, 2025
ბავშვთა შრომა და ტრეფიკინგი – დაფინანსების შემცირება საჭიროებს სიფრთხილეს და მონაცემებზე დაფუძნებულ ანალიზს

ბავშვთა შრომა და ტრეფიკინგი – დაფინანსების შემცირება საჭიროებს სიფრთხილეს და მონაცემებზე დაფუძნებულ ანალიზს

28 მარტი 2025
თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ახალი მიმართულება ემატება

თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ახალი მიმართულება ემატება

მარტი 27, 2025
რა როლი აქვს ტექნოლოგიებს ქართულ სტარტაპებში

რა როლი აქვს ტექნოლოგიებს ქართულ სტარტაპებში

მარტი 27, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი