ხუთშაბათი, იანვარი 8, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება„გეპატიჟებით ყველას, მობრძანდით 12 დეკემბერს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, სადაც დედაქალაქის...

„გეპატიჟებით ყველას, მობრძანდით 12 დეკემბერს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, სადაც დედაქალაქის მთავარ ნაძვის ხეს ერთად ავანთებთ“ – კახა კალაძე

დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე 12 დეკემბერს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე აინთება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მანვე მოქალაქეები საზეიმო ცერემონიაზე დასასწრებად მოიწვია.

„აქტიურ სამუშაოებს ვაწარმოებთ პირველი რესპუბლიკის მოედანზე, სადაც განთავსდება მთავარი ნაძვის ხე და „საშობაო სოფელი“. ყველაფერს ვაკეთებთ, შევქმნათ საახალწლო გარემო და იქ მისულს, დიდს თუ პატარას, შეექმნას განწყობა. გეპატიჟებით ყველას, მობრძანდით 12 დეკემბერს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, სადაც დედაქალაქის მთავარ ნაძვის ხეს ერთად ავანთებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

  გაფრთხილება მძღოლებს! - სად იზღუდება დღეიდან მოძრაობა
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი