ძალიან გემრიელი და ლამაზი სააღდგომო კურდღლები… მოსამზადებლად მხოლოდ 20
გემრიელი და მარტივად მოსამზადებელი სააღდგომო კურდღლების რეცეპტს გიზიარებთ. რომელიც სააღდგომო სუფრაზე არა მხოლოდ პატარებს გამხიარულებს.
დაგჭირდებათ: ფქვილი – 250 გ. შაქარი – 1 ჩკ. კვერცხი – 1 ცალი. გამდნარი კარაქი – 20 გ. თბილი რძე – 80 მლ. მშრალი საფუარი – 2 გ. რძე – 1 ან 2 სკ. ზემოდან წასასმელად.
მომზადების წესი: თბილ რძეში გავხსნათ შაქარი და საფუარი, გავაჩეროთ 10 წთ შემდეგ დავუმატოთ კვერცხი, კარაქი, ფქვილი და მოვზილოთ ცომი. გავაჩეროთ 1 სთ, შემდეგ დავყოთ გუნ-დებად, გულში ჩავუდოთ გულსართი და შევკრათ. საკონდიტრო მაკრატლით თითოეულ გუნდას გავუკეთოთ თვალები და ყურები, კურდღის ფორმა რომ მიიღოს, წავუსვათ რძე და გამოვაცხოთ 170 გრადუსზე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 20 წთ.
აუცილებლად გამიაცხვეთ სააღდგომოდ!
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #pitskhelauri #აქხარისხია
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkim