გეკა გელაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობას დაიკავებს

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

გეკა გელაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობას დაიკავებს. ამის შესახებ ცნობილი მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ ბრიფინგზე გახდა.

აქამდე გეკა გელაძე შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა.

მთავრობის მეთაურმა გეკა გელაძის მინისტრობის პერიოდში შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებულ სისტემურ რეფორმებსა და ცვლილებებს გაუსვა ხაზი და მას ახალ პოზიციაზე წარმატებები უსურვა.

„გვინდა, ვთხოვოთ საქართველოს პარლამენტს, მომავალ სასესიო კვირაში აირჩიოს ბატონი გეკა გელაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე. მინდა, ხაზი გავუსვა შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ მიღწევებს ამ თვეების განმავლობაში. განსაკუთრებით ეს შეეხება ორგანიზებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლას, ნარკოტიკული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლას, ბევრ სხვა მიმართულებას და აქაც ხაზი მინდა გავუსვა იმ სისტემურ რეფორმებსა და ცვლილებებს, რომელიც განხორციელდა შსს-ში. ამისთვის მინდა, გეკა გელაძეს გადავუხადო მადლობა და ვუსურვო წარმატებები ახალ პოზიციაზე“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). გეკა გელაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობას დაიკავებს. 21 აპრილი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/გეკა-გელაძე-სახელმწიფო-უ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi