პარასკევი, აგვისტო 15, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიამინდიგაფრთხილება მოსალოდნელი ამინდის შესახებ

გაფრთხილება მოსალოდნელი ამინდის შესახებ

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოში 12-14 აგვისტოს შედარებით მაღალი ტემპერატურის ფონზე ზოგან გაწვიმდება, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

სინოპტიკოსების ცნობით, თბილისში 12 აგვისტოს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ხოლო 13-14 აგვისტოს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +30, +32 გრადუსი დაფიქსირდება.

„სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 12 აგვისტოს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, 13-14 აგვისტოს კი უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 12 აგვისტოს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, 13-14 აგვისტოს კი გაწვიმდება მხოლოდ ცალკეულ რაიონში. ჰაერის ტემპერატურა დღისით +30, +32 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): 12 აგვისტოს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, 13-14 აგვისტოს კი გაწვიმდება მხოლოდ ცალკეულ რაიონში. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): 12 აგვისტოს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, 13-14 აგვისტოს კი გაწვიმდება მხოლოდ ცალკეულ რაიონში. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26, +28 გრადუსი დაფიქსირდება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +30, +32 გრადუსი დაფიქსირდება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +25 გრადუსი დაფიქსირდება“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

  „რა თქმა უნდა, ყველა მოქალაქე, რომელიც იქ იმყოფება დღეს, არ არის დევნილი. მათი რიცხვი არის 58 - რაც იდენტიფიცირებულია“-სარჯველაძე თვალჭრელიძის ქუჩაზე ავარიულ შენობაში მცხოვრებ დევნილებზე

ასევე წაიკითხეთ: 4 ქალის ისტორია, რომელთა საფლავებთან მიახლოება დღემდე ეშინიათ

დაგაინტერესებთ: არ მოტყუვდეთ❗️Greentest-ის მსგავსი ტესტერები არ ზომავს ნიტრატების რაოდენობას – გიორგი ფხაკაძის სკანდალური განცხადება

ასევე ნახეთ: რა ემართება თქვენს ორგანიზმს, თუ 7 დღის განმავლობაში ნივრისა და თაფლის ნარევს მიირთმევთ

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი