ოთხშაბათი, მაისი 7, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაგასწავლით კომპოსტის დამზადებას – ორგანული სასუქი

გასწავლით კომპოსტის დამზადებას – ორგანული სასუქი

კომპოსტის დამზადება

ბოსტნეულის უხვი და მაღალხარისხოვანი მო­სავლის მისაღებად აუცილებელია ნიადაგში სასუქის შეტანა. საუკეთესო სასუქი, რომელიც, გარდა იმისა, რომ ნიადაგს ამდიდრებს მცენარისათვის აუცილებელი ელემენტებით, აუმჯობესებს მის სტრუქტურას, არის გადამწვარი ნაკელი. ხოლო თუ მასზე ხელი არ მიგიწვდებათ, თავადვე შეგიძლიათ მოამზადოთ ორგანული სასუქი – კომპოსტი, რომლის დამზადებისა და ხმარების წესსაც ქვემოთ გთავაზობთ.
კომპოსტის დასამზადებლად გამოიყე­ნება სხვა­დასხვა სახის მცენარეული ნარჩენი, ოღონდ ეს ნარჩენი არ უნდა იყოს დაავადებული და შხამ­ქიმიკატებით დაბინძურებული. არ შეიძლება ასევე კომბოსტოს თიაქრით დაავადებული ფესვები, დაავადებული ხახვის ბოლქვები, ფიტოფტოროზით დაავადებული კარტოფილის მიწისზედა ნაწილები; ამგვარი ნარჩენები უმჯობესია დაწვათ და გამოიყენოთ ნაცრის სახით.
საკომპოსტედ მომზადებული მცენარეული ნარ­ჩენების გროვა კარგად უნდა ნიავ­დებოდეს, იყოს ყოველთვის ტენიანი, რათა გროვაში წარ­მოქმნილმა სითბომ დროულად მოამზადოს ორგანული მასა. გროვის ფუძე უნდა იყოს 1 მ2, სიმაღლე 1-1,2 მ. უმჯობესია, საკომპოსტე მასა მოთავსდეს ძველ ყუთში ან მავთულბადეში.
15-25 სმ-იან ნარჩენების პირველ ფენას დაეყრება 2-3 სმ ბაღის მიწა და ცოტაოდენი კირი მჟავე რეაქციის გასანეიტრალებლად. ასე მეორდება მანამ, სანამ გროვა არ მიაღწევს 1-1,2 მ. მას ზემოდან კიდევ დაეყრება მიწის თხელი ფენა და გადაეფარება პოლიეთილენის ნაჭერი. როგორც წესი, კომპოსტი მზად იქნება 5-6 თვის შემდეგ. ამგვარად, გაზაფხულზე გასუფთავებული ნაკ­ვეთის ნარჩენებისგან შეგიძლიათ დაამზადოთ ორგანული და მინერალური სასუქი, რომელსაც შემოდგომით შეიტანთ ნიადაგში.

როგორ უნდა დარგოთ ხის ან ბუჩქის ნერგი

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
  საცივის უნიკალური რეცეპტი რაჭიდან
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი