ექსკლუზივი – “გარდენია შევარდნაძის” კომენტარი უკმაყოფილო მშობლების მიერ გავრცელებულ ვიდეოზე

ავტორი SheniAmbebi.ge
2 წუთიანი წაკითხვა
{"remix_data":[],"remix_entry_point":"challenges","source_tags":[],"origin":"unknown","total_draw_time":0,"total_draw_actions":0,"layers_used":0,"brushes_used":0,"photos_added":0,"total_editor_actions":{},"tools_used":{"resize":1,"transform":1},"is_sticker":false,"edited_since_last_sticker_save":true,"containsFTESticker":false}

გუშინ facebook-ის ერთ-ერთ ჯგუფში მშობლებმა გამოაქვეყნეს ვიდეო, “გარდენია შევსარდნაძიდან”, სადაც ჩანდა, რომ მშობლებს გარდენიას ტერიტორიაზე არსებულ კაფეში არ უშვებდნენ.

გარდენია “შევარდნაძეში” ბავშვებისთვის მოწყობილმა “მწვანე ტურმა” გამოიწვია უკმაყოფილება და სკანდალი გარდენიას გარშემო. მშობლებს, რომელთაც  გადასახადი გადახდილი ჰქონდათ, არ მისცეს საშუალება, შიდა სივრცეში – კაფეში შესულიყვნენ და დალოდებოდნენ ბავშვებს.  გარდენია

ვიდეოში ასევე ამხილებენ მომსახურების გარკვეულ ხარვეზებს ბაღის ტერიტორიაზე მდებარე კაფეშიც, სადაც შეკვეთის საშუალება არ მიეცათ.

უარყოფითი შინაარსის პოსტს ერთ -ერთ ჯგუფში ბევრი მომხმარებელი ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეს არაა პირველი შემთხვევა და მართლაც ხშირია დაუდევრობისა და ცუდი მომსახურების შემთხვევები.

ვიდეომ დიდი გამოხმაურება ჰპოვა, სწორედ ამიტომ ვთხოვეთ “გარდენია შევარდნაძის” დამფუძნებელ ზურაბ შევარდნაძეს აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება.  კომენტარს გთავაზობთ უცვლელად:

- Advertisement -
Ad imageAd image

,,გარდენიაში მწვანე გაკვეთილები 15 წელია ტარდება და ვთვლით, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, ბავშვები ეზიარებიან სილამაზეს, ბაღს, თავისი ხელით რგავენ და თესავენ. დარგული მცენარეები თან მიაქვთ და ზრუნავენ მათზე. როცა გვიგზავნიან წერილს და აქვთ სურვილი ჯგუფის მოყვანის, საპასუხოდ ვწერთ სხვა პირობებთან ერთად, გარკვევით, პირდაპირ, შეულამაზებლად, რომ ბავშვების ჯგუფს შეგვიძლია ვუმასპინძლოთ ერთ პედაგოგთან ერთად. მშობლების ჯგუფს გაკვეთილის პარალელურად ვერ ვმასპინძლობთ ვერც ბაღში და ვერც კაფეში, ბილეთის ყიდვის შემთხვევაშიც ვერ. სხვა დროს სიხარულით მიგიღებთ შვილებთან ერთად, რასაკვირველია.

ზოგჯერ ამ პირობას არ კითხულობენ, ალბათ და აგრესიულად გვესხმიან თავს და გვაიძულებენ ვუმასპინძლოთ მშობლების დიდ ჯგუფს რის შესაძლებლობასაც მოკლებული ვართ, არგუმენტით რომ ჩვენ ხომ ვიხდით.”

მასალის გამოყენების პირობები

 

 

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). ექსკლუზივი – “გარდენია შევარდნაძის” კომენტარი უკმაყოფილო მშობლების მიერ გავრცელებულ ვიდეოზე. 14 აპრილი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/გარდენია/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi