შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემა„განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პოზიციების განმტკიცება და საერთაშორისო კავშირების გაფართოება...

„განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პოზიციების განმტკიცება და საერთაშორისო კავშირების გაფართოება – შშ-სთან ურთიერთობა არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტი, მზად ვართ, აღვადგინოთ სტრატეგიული პარტნიორობა კონკრეტული გზამკვლევით, ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს“-პრემიერი

ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პოზიციების განმტკიცება და საერთაშორისო კავშირების გაფართოება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ამ მიზნით ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტები განხორციელდა არაერთ ქვეყანაში.

„ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პოზიციების განმტკიცება და საერთაშორისო კავშირების გაფართოება. ამისათვის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტები განხორციელდა არაერთ ქვეყანაში. მათ შორის, მეც მქონდა, პირადად, მნიშვნელოვანი ვიზიტები როგორც რეგიონის, ისე შუა აზიის ქვეყნებში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, უნგრეთში შედგა რამდენიმე ვიზიტი. როგორც მოგეხსენებათ, უნგრეთი არის ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის მთავარი მხარდამჭერი ევროპული ქვეყანა. საერთაშორისო სამიტებში მონაწილეობა იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ყველა მიმართულებით, მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ გავაფართოოთ ჩვენი საერთაშორისო კავშირები,“- განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ საქართველო შემხვედრი ნაბიჯების მოლოდინშია.

„აშშ-სთან ურთიერთობა არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტი. მოგეხსენებათ, რომ გავაკეთეთ საჯარო განცხადება ამ თემასთან დაკავშირებით, მზად ვართ – აღვადგინოთ სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან და მზად ვართ ეს გავაკეთოთ კონკრეტული გზამკვლევით, სადაც ასახული იქნება სარგებელი ორივე ქვეყნისთვის. ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს. ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საელჩოების მიმართულებით, მათ შორის, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ დაინიშნა საქართველოს ელჩი აშშ-ში. ვფიქრობთ, ბოლოდროინდელი ცვლილებები ხელს შეუწყობს ურთიერთობების გადატვირთვას და იმედი გვაქვს, აღდგება სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა დ აშშ-ს შორის,“- განაცხადა პრემიერმა.

  როგორია მზისგან დამცავი საშუალებების ტიპები და მათი მოქმედების მექანიზმები
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი