საქართველოში სამხრეთიდან უდაბნოს მტვრის მასები გავრცელდა. ჰაერში მტვრის ნაწილაკების კონცენტრაცია საგანგაშო ნიშნულზეა, განსაკუთრებით მძიმე ვითარება დედაქალაქის რამდენიმე უბანში და რეგიონებშია. სამხრეთიდან მავნე ნივთიერებების ნაკადის შემოსვლა 6 ნოემბრიდან დაფიქსირდა.
გარემოს დაცვის სააგენტოს მონაცემებით, პიკი შედარებით გადავლილია, თუმცა, სიტუაცია მაინც საყურადღებო რჩება. ალერგია, პრობლემები გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქ სისტემებში, თვალებზე უარყოფითი ზემოქმედება – ეს იმ ჩივილების ჩამონათვალია, რომლებიც ჰაერში მტვრის შემცველობის გადაჭარბებას ახლავს.
განსაკუთრებულ რისკჯგუფებში ორსულები და მცირეწლოვნები არიან.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი თეა ქოჩორაძე-მარღიშვილი განმარტავს, რა სახის ზიანი შეიძლება მიადგეს ამის გამო ჯანმრთელობას.
„არსებობს მოკლევადიანი და გრძელვადიანი შედეგები. მოკლევადიანი შედეგები შეიძლება იყოს ზედა სასუნთქი გზების გაღიზიანება, უცებ წამოხველება, ალერგიული რეაქციების გამწვავება.
რაც შეეხება გრძელვადიან შედეგებს, თუ ეს დიდი ხანი გაგრძელდა, ბუნებრივია, შეიძლება მოჰყვეს სხვადასხვა პათოლოგია, იგივე ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება და ა.შ.“ – ამბობს პროფესორი.
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi


