განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს – სტრუქტურული ცვლილება

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროში რეორგანიზაციის ფარგლებში, უწყების საქმიანობის ეფექტიანობის ზრდის მიზნით, რამდენიმე სტრუქტურული ცვლილება განხორციელდა.

აღნიშნულის შესახებ განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„სამინისტროს ცენტრალურ აპარატში შემავალი ახალგაზრდობის დეპარტამენტის ფუნქციებს სსიპ ახალგაზრდობის სააგენტო განახორციელებს.

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი და ააიპ პროფესიული უნარების სააგენტო ცალკეული უწყების სახით აღარ იარსებებს და ფუნქციონირებას სამინისტროს ცენტრალურ აპარატში გააგრძელებს.

სიახლეებია ინკლუზიური განათლების მიმართულებითაც, სამინისტროს გადაწყვეტილებით, მშობლების და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენელთა მოთხოვნის საფუძველზე, სამინისტროს ცენტრალურ აპარატში შეიქმნა ახალი სტრუქტურული ერთეული სტრატეგიული და ინკლუზიური განვითარების დეპარტამენტი“.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს – სტრუქტურული ცვლილება. 24 ოქტომბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/განათლების-სამინისტრო-გ-2/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi