პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო უწყებებში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა იწყება. სტაჟირების მსურველებს განაცხადის გაკეთება დღეიდან 10 სექტემბრის ჩათვლით, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებადი ვებგვერდის მეშვეობით, სხვადასხვა უწყების მიერ გამოცხადებულ 3 ათასამდე კონკურსზე შეუძლიათ.
პროგრამა სამთვიანია. სტაჟირების გავლას მოქმედი სტუდენტები და ის ადამიანები შეძლებენ, რომლებმაც 2024-25 სასწავლო წელს ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის საფეხური დაასრულეს. სტაჟირებაზე აპლიკანტების შერჩევისას მთავარი კრიტერიუმი მათი აკადემიური მოსწრება იქნება.
აუცილებელია ქულათა საშუალო მაჩვენებელი მინიმუმ 71 იყოს, GPA კი – 2.7 . კონკურსი ორ ეტაპად წარიმართება – განაცხადების გადარჩევის შემდეგ სტაჟირების მსურველებს გასაუბრების გავლა მოუწევთ. შერჩეული კანდიდატები სტაჟირებას 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით გაივლიან.
ასევე ნახეთ: „მარტივი რიტუალი პრობლემებისგან თავის დასაღწევად…“ – რას გვირჩევს ასტროლოგი
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi