პარასკევი, აპრილი 17, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება“განათლებაზე” ვზრუნავთ, მაგრამ მთავარი ჩვენი ყურადღების მიღმა რჩება – ბავშვის შინაგანი სამყარო...

“განათლებაზე” ვზრუნავთ, მაგრამ მთავარი ჩვენი ყურადღების მიღმა რჩება – ბავშვის შინაგანი სამყარო და მისი ფასეულობათა სისტემა“ – დარჩება თუ არა სკოლებში მუსიკა და ხელოვნება?

სკოლაში ესთეტიკის საგნების მნიშვნელობაზე საკუთარ პოზიციას აქვეყნებს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მუსიკის საგნობრივი ექსპერტი, დავით ზათიაშვილი.

სპეციალისტის წერილს sheniekimi.ge/ambebi უცვლელად წარმოგიდგენთ:

“დღეს ბევრი საუბრობს იმაზე, საჭიროა თუ არა ესთეტიკის საგნები სკოლაში (მუსიკა და ვიზუალური ხელოვნება). და განსაკუთრებით საუბარია ამ საგნების მაღალ კლასებში შენარჩუნებაზე. ზოგი წერს, ისედაც გადატვირთულია საათებით გაკვეთილების ცხრილი და ბავშვები იღლებიან. და, რა თქმა უნდა, ამის “გამოსწორება” ესთეტიკის საგნების ხარჯზე უნდა მოხდეს. მაგრამ სწორედ მაღალ კლასებში, როდესაც მოსწავლეს უყალიბდება ემოციური ინტელექტი და ფასეულობათა სისტემა, ასეთი საგნები, განსაკუთრებულად საჭიროა.

ვთავაზობ ესთეტიკის საგნების მასწავლებლებს მოუწყონ საკუთარ მოსწავლეებს კინოსეანსი. არ ვიცი, ზოგიერთ მოსწავლეს, ალბათ, უნახავთ ან გაუგიათ ამ ფილმის შესახებ, მაგრამ ყველა შემთხვევაში ერთობლივი კინოსეანსი ყველა ბავშვისთვის სასარგებლო იქნება.

აქვე მინდა ავღვნიშნო, რომ, რა თქმა უნდა, აქ მასწავლებლის როლი ძალიან მნიშვნელოვანია. ვსაუბრობ მაღალ კლასელებზე. თუ არ ვცდები, 90-ან წლებში ამერიკის ერთ-ერთ სკოლაში მოხდა შემზარავი რამ, ერთ-ერთმა უფროსკლასელმა იარაღი შეიტანა სკოლაში და ხოცვა-ჟლეტა მოაწყო. დაიღუპნენ მასწავლებლები და მისი თანაკლასელები. ამ ამბავმა შეძრა მთელი საზოგადოება. დაიწერა წიგნიც ამ ამბის შესახებ. რამდენიმე წელიწადში ძალიან ცნობილმა ამერიკელმა რეჟისორმა გას ვან სეტმა გადაიღო ფილმი, სახელად “სპილო”. ანუ ალუზია იგავთან, სადაც საბუნებისმეტყველო მუზეუმში მყოფმა “ექსპერტმა” გამოფენის ექსპონატების თვალიერებისას სპილო ვერ შეამჩნია. ჩვენ ხერხემალზე, ჩაცმულობაზე, კურორტებზე დასვენებაზე, ე.წ.

“განათლებაზე” ვზრუნავთ, მაგრამ მთავარი ჩვენი ყურადღების მიღმა რჩება – ბავშვის შინაგანი სამყარო და მისი ფასეულობათა სისტემა. ფილმში ერთი ძალიან შთამბეჭდავი ეპიზოდია. სანამ მოსწავლე სასაკლაოზე მიდის, იგი ჯდება და ბეთჰოვენის “ელიზესთვის” უკრავს. ანუ ბავშვი “განათლებულია”, იცის “ელიზესთვის”, მაგრამ სულში სიცარიელეა, ის ემოციურად დასახიჩრებულია, მას სძულს სამყარო. ამიტომაა ჩვენთანაც ამდენი დაუნდობელი ახალგაზრდა, რომლებსაც ციხის და სასჯელის შიში რომ არა, დიდი სიამოვნებით მიასაკლავებდა მრავალს. რა თქმა უნდა, ყველაზე ადვილია ბავშვების დადანაშაულება, მაგრამ ეს არის დიდი შეცდომა.

  ძლიერი სტიქია კახეთში

დამნაშავეები ვართ უფროსები, ვინც დაუშვა ის, რომ მოსწავლეებს არ ეძლევათ საშუალება ისაუბრონ საკუთარ შეგრძნებებზე, განცდებზე, დამოკიდებულებებზე, რასაც სწორედ ამ საგნების დროს შეიძლება განხორციელდეს. ჩვენ ვუჭრით გზას ჩვენს საკუთარ თავს დავუახლოვდეთ საკუთარ შვილებს და დავანახოთ მათ, რომ ჩვენ მზად ვართ მათ მოვუსმინოთ და გავუგოთ”, – წერს დავით ზათიაშვილი 14 თებერვალს გამოქვეყნებულ წერილში.

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი