„გამოჯანმრთელების შემდეგაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში სხვებისთვის ინფექციის გავრცელების წყაროდ რჩება – მცირე რაოდენობის წყლის გადაყლაპვაც კი შეიძლება სერიოზული ინფექციის წყაროდ იქცეს“ – ივანე ჩხაიძის საგანგებო გაფრთხილება

ავტორი
2 წუთიანი წაკითხვა
Disclosure: This website may contain affiliate links, which means I may earn a commission if you click on the link and make a purchase. I only recommend products or services that I personally use and believe will add value to my readers. Your support is appreciated!

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, პროფესორ ივანე ჩხაიძის განცხადებით, ზაფხულის პერიოდში ნაწლავური ინფექციების გავრცელების თვალსაზრისით ყველაზე მაღალი რისკი სწორედ აუზებთან არის დაკავშირებული.

გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ საუბრისას ჩხაიძემ განმარტა, რომ დიარეაგადატანილი ადამიანი გამოჯანმრთელების შემდეგაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში სხვებისთვის ინფექციის გავრცელების წყაროდ რჩება.

„ინფექციის რისკის თვალსაზრისით, აუზი და აუზის წყალი უპირობო ლიდერია. როდესაც დიარეის მქონე ადამიანი გამოჯანმრთელდება და თავს კარგად იგრძნობს, შესაძლოა აუზზე წავიდეს, თუმცა დიარეის დასრულებიდან მინიმუმ ორი კვირის განმავლობაში ის მაინც გადამდებია,“ – აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.

მისივე თქმით, დამატებით პრობლემას ისიც ქმნის, რომ აუზში ჩასვლამდე შხაპის მიღების წესს ბევრი არ იცავს.

„როგორც კი დიარეაგადატანილი ადამიანი, შხაპის მიღების გარეშე, აუზში ჩავა, მის გარშემო მყოფი ადამიანებიც რისკის ქვეშ აღმოჩნდებიან. წყლის მცირე რაოდენობის გადაყლაპვაც კი შესაძლოა ნაწლავური ინფექციის გადაცემის მიზეზი გახდეს,“ – ამბობს ექიმი.

პროფესორის განმარტებით, ამ მხრივ მდინარე და ზღვა შედარებით ნაკლებ საფრთხეს წარმოადგენს, რადგან წყალი მუდმივად მოძრაობს და დიდი მოცულობის გამო ინფექციის გავრცელების რისკი მცირდება.

ჩხაიძე ასევე აღნიშნავს, რომ გავრცელებული მოსაზრება, თითქოს ქლორი ყველა ბაქტერიას ანადგურებს, სრულად სწორი არ არის.

„ხშირად ამბობენ, რომ აუზში ქლორირებული წყალია, თუმცა ნაწლავური ინფექციების გამომწვევი ზოგიერთი მიკროორგანიზმი ქლორირებულ წყალშიც გარკვეული დროის განმავლობაში ცოცხლობს. ამიტომ მხოლოდ ქლორზე იმედის დამყარება საკმარისი არ არის,“ – განმარტავს ივანე ჩხაიძე.

ექიმი მოქალაქეებს ურჩევს, აუზით სარგებლობისას ჰიგიენის წესები მკაცრად დაიცვან, შხაპი აუზში ჩასვლამდე აუცილებლად მიიღონ, ხოლო დიარეის ან სხვა ნაწლავური ინფექციის გადატანის შემდეგ აუზში შესვლისგან მინიმუმ ორი კვირის განმავლობაში თავი შეიკავონ.

  ივანე ჩხაიძის მიმართვა საზოგადოებას
გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.