პარასკევი, აგვისტო 15, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემაგაერო-ში ირან-ისრაელის საკითხზე უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართა - რა თქვეს მხარეებმა

გაერო-ში ირან-ისრაელის საკითხზე უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართა – რა თქვეს მხარეებმა

გაერო-ში ირან-ისრაელის საკითხზე უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართა. ირანმა მოითხოვა ამერიკას და ისრაელს საბჭომ პასუხისმგებლობა დააკისროს, რადგან ირანის წინააღმდეგ აბსურდული საბაბით ომი დაიწყეს.

მოუსმინეს ბირთვული ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელსაც, რაფაელ გროსის თქმით, მიღებული ინფორმაციით, სამ ატომურ ობიექტზე რადიაციის დონის ზრდა არ დაფიქსირებულა.

სხდომაზე გაერო-ში ირანის ელჩმა განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ყველა ბრალდება უსაფუძვლოა და პოლიტიკურად მოტივირებულია.

“ირანის პროპორციული პასუხის ხასიათს და მასშტაბს განსაზღვრავენ მისი შეიარაღებული ძალები. ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ყველა ბრალდება უსაფუძვლოა, არ აქვს იურიდიული საფუძველი და პოლიტიკურადაა მოტივირებული. სამხედრო დამნაშავემ, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ მოახერხა აშშ-ის საგარეო პოლიტიკის მითვისება და შეერთებული შტატები კიდევ ერთ ძვირადღირებულ, უსაფუძვლო ომში ჩაითრია,” – აღნიშნა ირანის ელჩმა გაეროში ამირ საიდ ირავანიმ.

რაც შეეხება აშშ-ის პოზიციას, გაეროში აშშ-ის ელჩის მოადგილის კამილ შეას თქმით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოკავშირეების და საკუთარი მოქალაქეების სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება.

“ირანი დიდი ხნის განმავლობაში მალავდა საკუთარ ბირთვულ პროგრამას და ბოლო დროს აფერხებდა მოლაპარაკებებს. დადგა მომენტი, როდესაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, მოკავშირის დასაცავად და საკუთარი მოქალაქეები ინტერესების სასარგებლოდ, გადაწყვეტილებები მიიღო. ირანის რეჟიმს არ უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი,” – აღნიშნა კამილ შეამ.

სხდომაზე ისაუბრა ისრაელის წარმომადგენელმაც გაერო-ში.

“არ შეიძლება უგულებელვყოთ ფაქტი, რომ საკითხის დიპლომატიური გზით მოგვარება არაერთხელ ვცადეთ და ამას შეერთებული შტატები ხელმძღვანელობდა, თუმცა, თეირანის რეჟიმს სხვა გეგმები ჰქონდა. მან მოგვატყუა, დრო მოიგო და მოლაპარაკებების პროცესი რაკეტების შესაქმნელად და ურანის გასამდიდრებლად გამოიყენა. მათ კი, ვინც ახლა შეშფოთებას გამოთქვამს და ესკალაციის შესახებ ხმამაღლა საუბრობს, ვპასუხობთ: ასე გამოიყურება თავდაცვის ბოლო ხაზი, როდესაც ყველა სხვა ხაზმა არ გაამართლა. არ შეცდეთ, უმოქმედობის ფასი კატასტროფული იქნებოდა. ბირთვული ირანი თქვენთვისაც ისეთივე სასიკვდილო განაჩენია, როგორც ჩვენთვის,” – განაცხადა ისრაელის მუდმივმა წარმომადგენელმა გაერო-ში დენი დანონიმ.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.
  ვატიკანი - რომის პაპი თავს დღეს შედარებით კარგად გრძნობს
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი