სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება„გადავრჩით, რომ სახლში არ ვიყავით... გახეთქილია კედელი თავიდან ბოლომდე“ - რა ვითარებაა...

„გადავრჩით, რომ სახლში არ ვიყავით… გახეთქილია კედელი თავიდან ბოლომდე“ – რა ვითარებაა ადიგენში, სადაც მეწყერმა სახლები დააზიანა

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში, ე.წ. „პირდაპირების“ დასახლებაში მეწყრული პროცესი გააქტიურდა. მიწაში გაჩენილი მზარდი ნაპრალების გამო, სახლების ნაწილი დაინგრა, ნაწილი კი დაიბზარა. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.

ყულჯანიშვილების ოთხსულიანი ოჯახი ღია ცის ქვეშ რამდენიმე დღის წინ დარჩა. მეწყერმა მათი სახლის კედლები სრულად ჩამოანგრია.

„სტუმრად ვიყავით ნათესავთან. დილას რომ დავბრუნდით დაშლილი იყო უკვე სახლი. ისედაც ჰქონდა ადრე სახლს ბზარები და ეტყობოდა რომ უნდა დანგრეულიყო. ასე ერთ ღამეში თუ მოხდებოდა, საერთოდ არ მოველოდით. გადავრჩით, რომ სახლში არ ვიყავით. ყველაფერი დეფორმირებულია ზედა სართულზე, დაბლა უარესია. გახეთქილია კედელი თავიდან ბოლომდე. ნაპრალებია სახლის ძირში. მართალია, გადავრჩით და მსხვერპლი არ იყო, მაგრამ დიდი ზარალია“,– ამბობს ლალი ყულჯანიშვილი.

ყულჯანიშვილების ოჯახში ამბობენ, რომ სახლის ჩამონგრევის შემდეგ, ნივთების ნაწილი ნათესავებთან ნაწილი კი მეზობლებთან შეინახეს. ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიამ დროებით საცხოვრებლად, სოფელ უდეში ყოფილი ამბულატორიის შენობაში შესვლა შესთავაზა, თუმცა უარი თქვეს, რადგან მათი თქმით, შენობა საცხოვრებლად უვარგისია. ოჯახი ამჟამად თავს ნათესავს აფარებს.

„საავადმყოფოს შენობაში გვითხრეს გადადითო, მაგრამ იქ არც წყალია და არც გაზი. ერთი თვის წინ გვქონდა შეტანილი განცხადება, რომ სოციალურად დაუცველის სტატუსი მოეცათ, მაგრამ როცა მოვიდნენ და შეამოწმეს სახლი, მაინც მაღალი ქულები დაგვიწერეს მიუხედავად იმისა, რომ ოთახების უმეტესობა საცხოვრებლად უვარგისია. გეოლოგებმა უნდა შეისწავლონ და დაწერონ დასკვნა, ამის შემდეგ იქნებ დაგვეხმარონ“,–ამბობენ ყულჯანიშვილების ოჯახში.

სახლში მძიმე მდგომარეობა აქვს შალვა თუმანიშვილის ექვსსულიან ოჯახს, სადაც ორი 7 წლამდე მცირეწლოვანი ცხოვრობს. გასულ 10 დღეში სახლში კედლების ნაწილი დაიბზარა, ნაწილი კი სრულად ჩამოინგრა. მისი თქმით, სახლს ბზარები ყოველდღე ემატება.

„ინგრევა სახლი. საღამოს როცა სიწყნარეა, კედლების ჭახუნი გვესმის. დაიბზარა ყველაფერი. ყოველდღე ემატება ბზარები კედლებს. მალე ფანჯარაც გადავარდება. მიწა კედელს მოაწვა და სულ გამოანგრია. მიწაში მილები დაწყდა და წყალიც აღარ მოდის“,–ამბობს ის.

შალვა თუმანიშვილის ორმა მეზობელმა გაჩენილი ბზარების და ნგრევის საშიშროების გამო სახლები უკვე დაცალა და საცხოვრებლად სხვაგან გადავიდა.

გარდა საცხოვრებელი სახლების და ეზოებისა, ნაპრალები გაჩნდა სოფელი უდის მთავარ საავტომობილო გზაზეც.

მეწყერი დაძრულია სოფლის საბავშვო ბაღიდან 50–მდე მეტრშიც.

„პირდაპირებში“ ცხოვრობენ ოთარ თუმანიშვილი და მისი მეუღლეც. როგორც ოთარი ამბობს, სახლის ორივე სართულზე გაჩენილი ბზარები იმდენად დიდია, რომ შენობა გამაგრებას აღარ ექვემდებარება.

„ფუნდამენტი აქვს სახლს, სარტყელი დაბლაც და მაღლაც, მაგრამ მაინც არ შველის და ნელ–ნელა მიდის სახლი. ღამე გვესმის ხოლმე ტკაცუნი, ხან ბრახუნი. ტალავერზე გაზის მილი იყო, მეშინოდა და ჩავახსნევინე, რადგან მასაც ითრევდა მიწა. მეზობლად ორ სახლს გაუკეთეს სარტყელი, მაგრამ მაინც ინგრევა. სულ დახეთქილია კედლები. ჩემს სახლში არც ერთი კარი აღარ იკეტება, მოძრაობს კედლები. კედლები ნაჭრებით გამოვტენეთ. ჯერ პატარა ბზარი ჰქონდა იანვარში, შემდეგ გასკდა და ჩამოინგრა. ამას გამაგრებაც არ უშველის. მიწა მიდის. ხვალ ვაპირებ, რომ მერიაში წავიდე და დავწერო განცხადება. იქნებ კომპენსაცია მოგცენ, რომ სადმე ქირით მაინც ვიცხოვროთ, რა ვქნათ…“,–ჰყვება ის.

სოფელში ამბობენ, რომ მოსახლეობის ნაწილმა ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიას დახმარების თხოვნით, განცხადებით უკვე მიმართა, სახლების ნაწილი კომისიამ უკვე შეისწავლა.

„დღეს შევნიშნეთ, კიდე გაზრდილი იყო ნაპრალები მიწაში. შარშან გაზაფხულიდან გაჩნდა ნაპრალები და უფრო და უფრო, შესამჩნევად იზრდება. რამდენიმე დღის წინ იყო კომისია მოსული, გადაუღეს ფოტოები და წავიდნენ. ერთი და ორი ოჯახის პრობლემა კი არ არის, მთელი უბანი მეწყრულ ზონაშია. დენის ტრანსფორმატორიც ჩავარდნილია“,–აცხადებენ ერთ–ერთ ოჯახში.

ადგილობრივების განცხადებით, საჭიროა, რომ გეოლოგების ჯგუფმა დროულად შეისწავლოს ტერიტორია, რადგან არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, არსებობს საშიშროება, რომ სახლების ნგრევას მსხვერპლიც კი მოჰყვეს. წყარო

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

ნოემბერი 25, 2024
როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

ნოემბერი 25, 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ნოემბერი 25, 2024
5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

ნოემბერი 25, 2024
სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

25 ნოემბერი 2024
ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ნოემბერი 25, 2024
ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ნოემბერი 25, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი