ორშაბათი, თებერვალი 2, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიოგააფრთხილა და შეახსენა, რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ თუ უკრაინა არ დათანხმდება,...

გააფრთხილა და შეახსენა, რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ თუ უკრაინა არ დათანხმდება, ის მას „გაანადგურებს“

პარასკევს თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდა, დათანხმდეს რუსეთის პირობებს ომის დასრულებასთან დაკავშირებით. ამასთან, გააფრთხილა და შეახსენა რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ თუ უკრაინა არ დათანხმდება, ის მას „გაანადგურებს“, – წერს Financial Times-ი.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, შეხვედრაზე აშშ-ის პრეზიდენტმა გვერდით გადადო უკრაინის ფრონტის ხაზის რუკები. მან ზელენსკისგან მოითხოვა მთელი დონბასის გადაცემა პუტინისთვის და არაერთხელ გაიმეორა რუსეთის ლიდერთან საუბარში მის მიერ გამოთქმული მოსაზრებები.

სტატიაში ნახსენებია, რომ ევროპელი ოფიციალური პირების თქმით, ტრამპი შეხვედრაზე პუტინის მოსაზრებებს სიტყვასიტყვით იმეორებდა, მიუხედავად იმისა, რომ ეს მის ბოლოდროინდელ განცხადებებს ეწინააღმდეგებოდა. ამასთან, ნათქვამია, რომ უკრაინის ლიდერს შეთანხმების დადება სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში მას განადგურება ემუქრება.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ერთ-ერთი ოფიციალური პირის ცნობით, ტრამპმა ზელენსკის უთხრა, რომ ომში მარცხდება და დაამატა: „თუ პუტინს უნდა, გაანადგურებს შენს ქვეყანას“. შეხვედრისას ტრამპმა უკრაინის საბრძოლო რუკები გვერდზე მოისროლა და ზეწოლა მოახდინა ზელენსკიზე, დათანხმებულიყო რუსეთის პირობებს.

  ხარკოვში დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი სამამდე გაიზარდა, დაშავებულია 56 ადამიანი
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი