ოთხშაბათი, იანვარი 7, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიFace-ამბებიბრი­ჯიტ ბარ­დო 91 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა

ბრი­ჯიტ ბარ­დო 91 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა

“ჩემი სილამაზე მამაკაცებს მივეცი, სიბრძნეს ცხოველებს ვუძღვნი” – ვეგეტარიანელი ლამაზმანის სკანდალური პირადი ცხოვრება და ბრძოლა ცხოველების დასაცავად: ბრიჯიტ ბარდო – ქალი, რომელმაც ეპოქა შექმნა

ბრი­ჯიტ ბარ­დო 91 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ამ­ბავ­მა მსოფ­ლიო შეძ­რა – ფრან­გმა სექს სიმ­ბო­ლომ ხომ წა­რუშ­ლე­ლი კვა­ლი და­ტო­ვა ის­ტო­რი­ა­ში და კი­ნო­ინ­დუსტრი­ა­ში მთე­ლი ეპო­ქა შექ­მნა, რო­მე­ლიც მოგ­ვი­ა­ნე­ბით თა­ვად­ვე უარ­ყო და ჩრდილ­ში ცხოვ­რე­ბა არ­ჩია.

ბრი­ჯი­ტი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რა მი­ე­ტო­ვე­ბი­ნა და ცხო­ველ­თა უფ­ლე­ბე­ბი­სა და კე­თილ­დღე­ო­ბის­თვის ებ­რძო­ლა.

წლე­ბის შემ­დეგ, ბარ­დოს რე­პუ­ტა­ცია შე­ი­ლა­ხა ჰო­მო­ფო­ბი­უ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი­სა და რა­სობ­რი­ვი სი­ძულ­ვი­ლის გაღ­ვი­ვე­ბის გა­მოც. მის­მა შვილ­მა კი ემო­ცი­უ­რი ზი­ა­ნის მი­ყე­ნე­ბის­თვის მას შემ­დეგ უჩივ­ლა, რაც ბარ­დომ უთხრა, რომ “მის გა­ჩე­ნას, პა­ტა­რა ძაღ­ლის ყოლა ერ­ჩივ­ნა.

ბრი­ჯიტ ენ-მარი ბარ­დო პა­რიზ­ში, 1934 წლის 28 სექ­ტემ­ბერს და­ი­ბა­და. მისი კა­თო­ლი­კე მშობ­ლე­ბი მდიდ­რე­ბი და ღვთის­მო­სა­ვე­ბი იყ­ვნენ და შვი­ლე­ბის­გან მა­ღალ სტან­დარ­ტებს მო­ი­თხოვ­დნენ. ის და მისი და, მარი-ჟანი, ქა­ლა­ქის ყვე­ლა­ზე მდიდ­რულ უბან­ში მდე­ბა­რე ბი­ნა­ში გა­ი­ზარ­დნენ. ბარ­დო 7 წლის ასა­კი­დან ბა­ლე­ტის გაკ­ვე­თი­ლებ­ზე ჩა­ი­რი­ცხა და არა­ერ­თი ჯილ­დოც მო­ი­პო­ვა.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ოჯა­ხის მე­გო­ბარ­მა და­ი­ყო­ლია ბრი­ჯი­ტი, რომ ჟურ­ნა­ლი Elle-ის ფრან­გუ­ლი გა­მო­ცე­მის­თვის ეპო­ზი­ო­რა. მის­მა ფო­ტო­ებ­მა ქვე­ყა­ნა­ში სენ­სა­ცია გა­მო­იწ­ვია. იმ დროს, მო­დურ ქა­ლებს მოკ­ლე თმა ჰქონ­დათ, ეც­ვათ შე­კე­რი­ლი ქურ­თუ­კე­ბი და აბ­რე­შუ­მის სა­ღა­მოს კა­ბე­ბი. ბრი­ჯი­ტის თმა მხრებს ქვე­მოთ იყო, მას ბა­ლე­რი­ნას მოქ­ნი­ლი, სპორ­ტუ­ლი სხე­უ­ლი ჰქონ­და და არაფ­რით ჰგავ­და სხვა მო­დე­ლებს. ფო­ტო­ე­ბის წყა­ლო­ბით, ის “jeune fille” (ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნას) სტი­ლის ახალ სა­ხედ იქცა.

ბრი­ჯი­ტის ფო­ტო­ებ­მა ცნო­ბი­ლი კინო-რე­ჟი­სო­რის, მარკ ალეგ­რე­ტის ყუ­რა­დე­ბაც მი­ი­პყრო, რო­მელ­მაც თა­ვის ასის­ტენტს, რო­ჯერ ვა­დიმს, გო­გო­ნას პოვ­ნა და­ა­ვა­ლა. სა­ტეს­ტო გა­და­ღე­ბე­ბი წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა, თუმ­ცა ვა­დიმ­მა, რო­მე­ლიც ბრი­ჯიტ­ზე 6 წლით უფ­რო­სი იყო, გო­გო­ნა ჯერ თა­ვის პრო­ტეჟედ, შემ­დეგ კი სა­ცო­ლედ გა­ხა­და.

ვა­დიმ­მა ხელი შე­უ­წყო ბრი­ჯიტს, რომ ვარ­სკვლა­ვი გამ­ხდა­რი­ყო. მან თა­ვი­ან­თი ქორ­წი­ლის ფო­ტო­ე­ბი Paris-Match-ს მიჰ­ყი­და, და­ეხ­მა­რა ბრი­ჯიტს ათე­უ­ლო­ბით ფილმში მცი­რე რო­ლე­ბის პოვ­ნა­შიც, მაგ­რამ 1956 წლამ­დე ის ძი­რი­თა­დად ბი­კი­ნი­ში პო­ზი­რე­ბით იყო ცნო­ბი­ლი – მა­ნამ­დე ბი­კი­ნი ეს­პა­ნეთ­ში, იტა­ლი­ა­სა და ამე­რი­კის დიდ ნა­წილ­ში აკ­რძა­ლუ­ლი იყო.

  სუს-ი ხელისუფლების დამხობისა და არჩევნების ჩაშლისკენ მოწოდებებზე: სუს-ი ყურადღებით შეისწავლის ყველა მსგავს განცხადებას თუ დანაშაულებრივი მიზნით განხორციელებულ ქმედებას სამართლებრივი შეფასებისა და შესაბამისი რეაგირების მიზნით

შემ­დეგ კი გა­მოჩ­ნდა როლი, რო­მელ­მაც ბარ­დო ვარ­სკვლა­ვად აქ­ცია. ვა­დი­მის სა­დე­ბი­უ­ტო ფილ­მი “და ღმერ­თმა შექ­მნა ქალი” პა­რიზ­ში გა­მო­ვი­და.

რამ­დე­ნი­მე სა­სიყ­ვა­რუ­ლო რო­მა­ნის შემ­დეგ, 1959 წელს, ბრი­ჯი­ტი და­ქორ­წინ­და მსა­ხი­ობ ჟაკ შა­რი­ე­ზე, რო­მელ­თან ერ­თა­დაც ითა­მა­შა ფილმში “ბა­ბე­ტი ომში მი­დის”. წყვილს ვაჟი, ნი­კო­ლა შე­ე­ძი­ნა.

გარ­და­უ­ვა­ლი გან­ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ, ნი­კო­ლას დედა ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არ უნა­ხავს. მან ბარ­დოს ემო­ცი­უ­რი ზი­ა­ნის­თვი­საც უჩივ­ლა, როცა თა­ვის ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­ულ წიგნ­ში, აცხა­დებ­და, რომ ვა­ჟის ყო­ლას “ძაღ­ლის გა­ჩე­ნას” ამ­ჯო­ბი­ნებ­და.

Ბრიჯიტი ამდროისათვის საფ­რან­გეთ­ში ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბა­დი მსა­ხი­ო­ბი იყო, თუმ­ცა მას მხო­ლოდ ის სურ­და, სე­რი­ო­ზუ­ლად აღექ­ვათ მისი სამ­სა­ხი­ო­ბო ნიჭი: “არ მქო­ნია შან­სი, რომ რო­ლე­ბი მე­თა­მა­შა, ძი­რი­თა­დად ტან­საც­მლის გახ­და მი­წევ­და”,- აცხა­დებ­და იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი ბარ­დო.

თით­ქმის 50 ფილმში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შემ­დეგ, ბრი­ჯიტ ბარ­დომ, 1973 წელს გა­მო­ა­ცხა­და, რომ პენ­სი­ა­ზე გა­დი­ო­და და ცხო­ველ­თა კე­თილ­დღე­ო­ბას მი­უ­ძღვნი­და დარ­ჩე­ნილ ცხოვ­რე­ბას.

ბარ­დო ვე­გე­ტა­რი­ა­ნე­ლი გახ­და, ჩი­ნე­თის მთავ­რო­ბა დათ­ვე­ბის “წა­მე­ბის­თვის” გა­აკ­რი­ტი­კა და ასო­ბით ათა­სი დო­ლა­რი გა­და­ი­ხა­და რუ­მი­ნე­ლი მა­წან­წა­ლა ძაღ­ლე­ბის სტე­რი­ლი­ზა­ცი­ის პროგ­რა­მის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად.

Სიცოცხლის ბოლოწლებში მას არაერთხელ წა­უ­ყე­ნეს ბრალ­დე­ბა რა­სობ­რი­ვი სი­ძულ­ვი­ლის გამო. ის აპ­რო­ტეს­ტებ­და იმ მე­თოდს, რომ­ლი­თაც ის­ლა­მუ­რი და ებ­რა­უ­ლი სარ­წმუ­ნო­ე­ბე­ბი ცხო­ვე­ლებს საკ­ვე­ბად ხო­ცა­ვენ.

ბრი­ჯიტ ბარ­დო 2025 წლის 28 დე­კემ­ბერს, 91 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

კითხვის გაგრძელება 👉 #shenisilaze

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #pitskhelauri #აქხარისხია

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი