როგორ მოვამზადოთ ბრიუსელის კომბოსტოს სალათი. დანაყრდით ზედმეტი კილოგრამების გარეშე
ბრიუსელის კომბოსტოს სალათის მოსამზადებლად დაგჭირდებათ: 200 გრამი ბრიუსელის კომბოსტო, 50 გრამი ქინძი, 150 გრამი ბროწეული, 100 გრამი პარმეზანი, 1 ჩ/კ თაფლი, 1 ჩ/კ დიჟონის მდოგვი, 1 ჩ/კ ზეითუნის ზეთი, გემოვნებით მარილი, პილპილი გემოვნებით
მომზადების წესი: პირველ რიგში გააკეთეთ სოუსი ჯამში მოათავსეთ თაფლი, დიჟონის მდოგვი, ზეითუნის ზეთი, მარილი და პილპილი. აურიეთ ერთმანეთში სანამ ერთგვაროვანი მასა არ გახდება.
ბრიუსელის კომბოსტო გარეცხეთ და დაჭერით წვრილად მოათავსეთ ჯამში და დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ქინძი და ბროწეული.ასევე დაუმატეთ გახეხილი პარმეზანი და კარგად აურიეთ.
ბოლოს მოასხით სიუსი. გემრიელად მიირთვით.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #pitskhelauri #აქხარისხია
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi