ბრიტანელმა წყვილმა მეჯვარედ პინგვინები აირჩია

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

ბრიტანელმა წყვილმა მეჯვარედ პინგვინები აირჩია. ამბავი ინტერნეტსივრცეში ვირუსულად მას შემდეგ გავრცელდა, რაც ქორწილის ფოტოგრაფმა, ალექს ფორდმა ინსტაგრამზე შესაბამისი ფოტოები და კადრები გამოაქვეყნა.

27 წლის ჯენი და 28 წლის ტომი პინგვინების მეჯვარეობას დიდი ხნის განმავლობაში გეგმავდნენ, თუმცა სხვებისთვის არასდროს გაუმხელიათ. ამიტომ მათი გამოჩენა ყველასათვის მოულოდნელი აღმოჩნდა. ცნობისთვის, ბრიტანეთში არსებობს კერძო ზოოპარკი, რომელიც მცირე ხნით სხვადასხვა ცხოველის ყოლის საშუალებას გაძლევთ.

მიუხედავად იმისა, რომ ზოოპარკის იდეას ბევრი მოწინააღმდეგეც ჰყავს, მათი სერვისით მაინც უამრავი ადამიანი სარგებლობს. რაც შეეხება ტომისა და ჯენის, როგორც ამბობენ, სურდათ, ამ ყველაფრით ბავშვობის ოცნება აეხდინათ, რაც მოახერხეს კიდეც.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). ბრიტანელმა წყვილმა მეჯვარედ პინგვინები აირჩია. 30 ოქტომბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ბრიტანელმა-წყვილმა-მეჯვა/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi