პარასკევი, თებერვალი 27, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემა„ბრიტანეთის ელჩი გვეუბნება, რომ არა უშავს, თუ მოსახლეობისთვის გაძვირდება საწვავი, პური და...

„ბრიტანეთის ელჩი გვეუბნება, რომ არა უშავს, თუ მოსახლეობისთვის გაძვირდება საწვავი, პური და ზოგადად ცხოვრება. ჩვენთანაც გაძვირდა და თქვენთანაც ძვირი გადაიხადოს მოქალაქეებმაო“-შალვა პაპუაშვილი

როცა მას ეუბნებიან, რომ თუ ბიზნესს ავუკრძალავთ და ვერ შემოიტანს რუსეთიდან იაფ ბენზინს, მოუწევს ძვირი ბენზინის ყიდვა ბრიტანეთში, ან სადმე და მოსახლეობისთვის გაძვირდება საწვავიც და ზოგადად ცხოვრებაც, პურიც და ყველაფერი. იცით რა არის ბრიტანეთის ელჩის პასუხი? არა უშავს, ჩვენთანაც გაძვირდა და თქვენთანაც ძვირი გადაიხადოს მოქალაქეებმაო, – განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ბრიტანეთის ელჩი ითხოვს სანქციების დაწესებას, ანუ ომს.

„ბოლო პერიოდია ბრიტანეთის ელჩი კაბინეტიდან კაბინეტში დადის პირადად, მათ შორის პარლამენტარების კაბინეტებში და ითხოვს, რომ საქართველოში არ შემოვიდეს რუსული გაზი, თუ ბენზინი. როდესაც მას ეუბნებიან, რომ ერთი უბედურებაა ბიზნესს აუკრძალო რუსეთიდან ბენზინის შემოტანა, ამიტომ სახელმწიფომ სანქციები უნდა დაუწესოს რუსეთს. ბრიტანეთის ელჩი ითხოვს სანქციების დაწესებას, ანუ ომს. როცა მას ეუბნებიან, რომ თუ ბიზნესს ავუკრძალავთ და ვერ შემოიტანს რუსეთიდან იაფ ბენზინს, მოუწევს ძვირი ბენზინის ყიდვა ბრიტანეთში, ან სადმე და მოსახლეობისთვის გაძვირდება საწვავიც და ზოგადად ცხოვრებაც, პურიც და ყველაფერი. იცით რა არის ბრიტანეთის ელჩის პასუხი? არა უშავს, ჩვენთანაც გაძვირდა და თქვენთანაც ძვირი გადაიხადოს მოქალაქეებმაო. ასეთი ადამიანი მერე ქართულ ენაზე გველაპარაკება და სიყვარულს ეფიცება ქართველ ხალხს. თუ რაიმეს თავი აქვთ, აგერ იციან სად არის ფრონტის ხაზი, თუ უნდათ, რუკას ჩავუგდებ სად გადის ფრონტის ხაზი. ჩასვან თავისი ჯარისკაცები, გაუშვან იქ სანგრებში და იომონ. თუ არაფრის თავი აქვთ, შეეშვან საქართველოს ჩათრევას ამ უბედურებაში“ , – აღნიშნა პაპუაშვილმა.

  „ყველა დარღვევაზე მოხდება რეაგირება. საჯარიმო სანქცია ამ შემთხვევაში 5 000 ლარია“
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი