შაბათი, მაისი 17, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება„ბრიგადას შუახნის ქალბატონი გულის გაჩერებით დახვდათ“ - ემოციური ამბავი, როგორ გადაარჩინეს ექიმებმა...

„ბრიგადას შუახნის ქალბატონი გულის გაჩერებით დახვდათ“ – ემოციური ამბავი, როგორ გადაარჩინეს ექიმებმა ადამიანის სიცოცხლე

არასამთავრობო ორგანიზაცია „შენი სიცოცხლის გადასარჩენად“ სოციალურ ქსელში გვიზიარებს ემოციურ ამბავს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ერთ-ერთი ბრიგადის შესახებ, რომლემაც პაციენტი გადაარჩინეს.

„გამოძახების ადგილზე მისულ თბილისის მე-7 რაიონული სამსახურის 0733 სასწრაფო დახმარების ბრიგადას შუახნის ქალბატონი გულის გაჩერებით დახვდათ. ბრიგადის წევრების მიერ მოხდა პაციენტის მონიტორზე აყვანა და დაწყებულ იქნა პროტოკლით გათვალისწინებული რეანიმაციული ღონისძიებები. გამოყენებულ იქნა გულ-ფილტვის რეანიმაციის ტუმბო, რომლის მეშვეობით აღდგა რითმი, მონიტორზე დაფიქსირდა პარკუჭოვანი ტაქიკარდია.

პაციენტი სტაბილური მდგომარეობით თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში იქნა შეყვანილი.

გვეამაყება: პარამედიკოსი ირაკლი ხეჩიკაშვილი; უმცროსი ექიმი სალომე ჩიკვაიძე; მძღოლი სიმონ მამაიაშვილი“, – წერია ინფორმაციაში.

  „ქალს შეუნიშნავს, მიწის ზედაპირი ინძრეოდა. გათხარა და 16 წლის დაუძლურებული ბიჭი ამოიყვანა...“ - დაუჯერებელი ამბავი ცოცხლად დამარხულ ბიჭზე
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი