ოთხშაბათი, ივნისი 24, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება„ბოლო ათწლეულებმა თბილისს ძველ იერსახესთან ერთად მთავარი საყრდენი, შინაგანი ურბანული ეთიკა წაართვა....

„ბოლო ათწლეულებმა თბილისს ძველ იერსახესთან ერთად მთავარი საყრდენი, შინაგანი ურბანული ეთიკა წაართვა. თბილისი ხომ გაცილებით მეტი იყო, ვიდრე ჩუქურთმიანი აივნების, იტალიური ეზოებისა და ძველი აგურის მექანიკური ჯამი“-ირაკლი ყიფიანი

პოლიტოლოგი და სტრატეგიული პროცესების ანალიტიკოსი ირაკლი ყიფიანი მორიგ პოსტს აქვეყნებს.

„ბოლო ათწლეულებმა თბილისს ძველ იერსახესთან ერთად მთავარი საყრდენი, შინაგანი ურბანული ეთიკა წაართვა. თბილისი ხომ გაცილებით მეტი იყო, ვიდრე ჩუქურთმიანი აივნების, იტალიური ეზოებისა და ძველი აგურის მექანიკური ჯამი. ის პირველ რიგში ქცევის ფორმას წარმოადგენდა. დუმილის კულტურა, სხვისი სივრცის უხმო პატივისცემა და რიდი ქალაქის ფუნდამენტს ქმნიდა. რიდი შიშს სრულებითაც არ ნიშნავდა, მასში შინაგანი არისტოკრატიზმი, ტაქტი და ადამიანური ზომიერება იგულისხმებოდა.

ჩვენი დროის ყველაზე ზუსტი დიაგნოზი მენტალური პროვინციალიზმია. მას გეოგრაფიასთან ან დაბადების ადგილთან კავშირი არ აქვს. ნამდვილ სოფელს მუდამ გააჩნდა უმკაცრესი ბუნებრივი მორალი და უტეხი ღირსება. იქაურმა ეთიკამ ზუსტად იცოდა სად გადიოდა ზღვარი. ნამდვილი ტრაგედია ის ადამიანია, რომელმაც მიწასთან დაკავშირებული ბუნებრივი სირცხვილის გრძნობა უკუაგდო, მაგრამ ქალაქის კულტურის გასააზრებლად ინტელექტუალური რესურსი არ ეყო. ის დარჩა მორალურ ვაკუუმსა და ურბანულ სივრცეში, რომლის წესებიც მისთვის სრულიად გაუგებარია.
ქალაქი მხოლოდ მშრალ საცხოვრებელ მისამართს არ წარმოადგენს. ქალაქი თვითშეზღუდვის სკოლაა. ურბანული თანაცხოვრება იწყება ზუსტად იქ, სადაც აცნობიერებ, რომ საკუთარ ხმას, ჟესტს, ვნებასა და სხვის სივრცეში შეჭრის სურვილს მკაცრი საზღვარი უნდა დაუდო. ოდესღაც თბილისური ეზო, სადარბაზო და უბრალოდ მეზობლის მზერა ადამიანს ჩარჩოში აქცევდა. მოქმედებდა უხილავი სოციალური კონტროლი. დღეს მსგავსი მექანიზმი მოშლილია. სირცხვილის გაქრობა ცივილიზაციის ყველაზე ჩუმ და შეუქცევად კოლაფსს წარმოადგენს. იურიდიული კანონი ვერასდროს გასწავლის იმას, რაც შინაგანი აღზრდის ნაწილი უნდა იყოს. ქალაქს ხომ მუდამ იცავდა ის, რაც ქაღალდზე არსად დაწერილა: ტაქტი, უხერხულობის განცდა, შინაგანი ცენზურა და სხვის თვალში დაცემის შიში.
დღეს შიშიც გამქრალია და სირცხვილიც. უხამსობამ გამოანგრია კარები და სოციალურმა ქსელებმა მას უზარმაზარი ტრიბუნა დაუთმო. რაც ადრე მანკიერებად ითვლებოდა და ვიწრო წრეში იმალებოდა, დღეს კამერის წინ ტრაბახით დგება, სტატუსად ფორმდება და თავხედურად ითხოვს ტაშს. ვულგარულობა ზოგიერთისთვის პოპულარობისა და თვითდამკვიდრების იაფფასიან ტექნოლოგიად იქცა. აქ აუცილებლად უნდა გავიხსენოთ ერთი ფუნდამენტური ჭეშმარიტება: ყველა ორ ფეხზე მოსიარულე ბიოლოგიური არსება ჯერ კიდევ არ არის ადამიანი და მით უმეტეს, ყველა ადამიანი ავტომატურად არ წარმოადგენს პიროვნებას. მერაბ მამარდაშვილი გენიალურად აღნიშნავდა, რომ ადამიანობა მუდმივ ძალისხმევას მოითხოვს. პიროვნებად დაბადება შეუძლებელია, პიროვნებად აუცილებლად უნდა შედგე. სტატუსის მოპოვებას უზარმაზარი შინაგანი მუშაობა, საკუთარ ინსტინქტებზე გამარჯვება და მორალური საყრდენის პოვნა სჭირდება. როდესაც მსგავს ძალისხმევაზე უარს ამბობ, რჩები უბრალო ბიოლოგიურ ერთეულად. სწორედ შემდგარი პიროვნების სტატუსს მოკლებული, შინაგანად დაცარიელებული ინდივიდი ფარავს საკუთარ ინტელექტუალურ სიშიშვლეს ხმაურითა და საზღვრების უხეში რღვევით. აქ არანაირად არ ვაპირებ მორალისტის პოზიციიდან საუბარს, რადგან თითოეულ ჩვენგანს ცხოვრებაში უამრავი შეცდომა გვაქვს დაშვებული და უცოდველი მართლაც არავინაა. თუმცა, ფაქტია: სხვისი ფულის, ცოდვებისა თუ პირში ლუკმის თვლაში ბადალი არ გვყავს. მართლმადიდებლური სწავლება და წმინდა მამები ხომ პირდაპირ გვეუბნებიან, რომ საკუთარი ცოდვების დანახვა ანგელოზების ხილვაზე აღმატებული სასწაულია. ჩვენ კი, ნაცვლად საკუთარი სულის განწმენდისა, გამუდმებით სხვის განკითხვაში ვართ. ნეტავ იგივე ჟინითა და ენთუზიაზმით საკუთარ შეცდომებს, წაკითხულ წიგნებსა თუ უქმად დაკარგულ დროს ვითვლიდეთ, დღეს სრულიად სხვა ქალაქში, სულ სხვა ქვეყანაში ვიცხოვრებდით.
გუშინ სოციალურ ქსელში სრულიად სხვა საკითხზე ვკითხულობდი კომენტარებს და იქ დატრიალებულმა აგრესიამ გონებაში უცებ ამოატივტივა ერთი ძველი ეპიზოდი, რომელიც მორალური ფსკერის გარღვევის ყველაზე შემზარავ და ზუსტ ილუსტრაციად რჩება. კადრები, სადაც აქტივისტი დეპუტატს ზურგიდან მისდევს და დასძახის: „კიბოიანი ხარ!“. შეჩერდით და დაფიქრდით, აქ პოლიტიკა სრულდება. ვეღარ ვისაუბრებთ პროტესტსა და სამოქალაქო აქტივიზმზე. როდესაც ავადმყოფობა, დასუსტებული სხეული, ფიზიკური ტკივილი და ყველაზე დაუცველი მდგომარეობა სალანძღავ იარაღად იქცევა, იქ მთავრდება იდეოლოგიაც და ადამიანობაც. სხვისი სენით სპეკულირება შეურაცხყოფს როგორც კონკრეტულ ადრესატს, ისე ყველა იმ ადამიანსა თუ ოჯახს, სადაც უმძიმეს ტკივილს ჩუმად და უდიდესი ღირსებით ებრძვიან. გადაბიჯებულია ზღვარი, რომლის მიღმაც მხოლოდ მორალური სიცარიელე რჩება.
ქალაქი მოქალაქის გარეშე მხოლოდ დეკორაციას, ბეტონისა და მინის ცივ გროვას წარმოადგენს. ვერანაირი თანამედროვე ინფრასტრუქტურა ვერ გადაგვარჩენს, სანამ საკუთარ თავში დანგრეულ მორალურ საყრდენებს არ აღვადგენთ. ნამდვილი თბილისი იქ იწყება, სადაც ადამიანი შინაგან ველურობას აჩერებს და სხვისი სიმშვიდის პატივისცემას სწავლობს. ის მხოლოდ მაშინ დაბრუნდება, როცა ხელახლა გავიაზრებთ ერთ უმძიმეს ჭეშმარიტებას: სხვისი სიმშვიდე შენი თავისუფლების მტერი კი არა, შენი ადამიანობის პირველი და ყველაზე მთავარი გამოცდაა.“
ირაკლი ყიფიანი
23.06.2026
  თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ქალ ხელოვანთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობს
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.