პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემაბიჭი, რომელსაც რამდენიმე დღე ნანგრევებში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს

ბიჭი, რომელსაც რამდენიმე დღე ნანგრევებში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს

მიხაილო დრაჰომანოვის სახელობის უკრაინის სახელმწიფო უნივერსიტეტმა გაავრცელა ინფორმაცია 31 წლის სტუდენტის, დმიტრო ისაენკოს ტრაგიკული დაღუპვის შესახებ. ის 17 ივნისის ღამეს, კიევში, სოლომიანსკის რაიონში, საკუთარ სახლში იმყოფებოდა, როდესაც რუსეთის მორიგი სარაკეტო შეტევა განხორციელდა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

დმიტროს მშობლებმა მთელი დღე სახლის ნანგრევებში გაატარეს და იმედი ჰქონდათ, შვილს ცოცხალს იპოვიდნენ. მათი ფოტოები სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა.

დმიტრო ისაენკო ფიზიკური აღზრდის, სპორტისა და ჯანმრთელობის ფაკულტეტის პირველი კურსის მაგისტრანტი იყო.

„ეს არის ბიჭი, რომლის ბედსაც მთელი ქვეყანა აკვირდებოდა, მაგრამ სასწაული არ მომხდარა. დმიტრო კარგი მეგობარი იყო, ღირსეული შვილი, შთამაგონებელი ადამიანი… ის ცხოვრობდა, სწავლობდა, სჯეროდა სიცოცხლის – სანამ ომმა არ წაართვა“, – ნათქვამია უნივერსიტეტის განცხადებაში.

  ტრამპი ტელეკომპანია CNN-ის პასუხისგებაში მიცემის საკითხს განიხილავს - ტრამპი CNN-ის პასუხისგებაში მიცემის საკითხს განიხილავს ირანის ბირთვული ობიექტების დაბომბვის შესახებ გავრცელებული მასალების გამო
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი