ისტორიაში ყველაზე წარმატებული ამერიკელი ინვესტორის, უორენ ბაფეტის განცხადებით, ბიტკოინი კაზინოს რულეტს ჰგავს, რომელიც ზოგიერთ მოთამაშეს გამარჯვების შანსს აძლევს, თუმცა გემბლერების უმეტესობა, საბოლოო ჯამში, მაინც წაგებული რჩება.
„ბიტკოინი რეალურად არ არის არც ვალუტა, არც ფასიანი ქაღალდი და არც საქონელი. ეს კაზინოს მსგავსი გემბლინგისთვის შექმნილი თამაშია, რომელშიც წაგების შანსი თითქმის 100%-ია, გარდა უიშვიათესი შემთხვევებისა, რომელთა წარმატების შესახებაც მედიაში შოკისმომგვრელ სათაურებს კითხულობთ ხოლმე“, – აცხადებს ბაფეტი.
93 წლის ინვესტორის განმარტებით, კრიპტოაქტივების აბსოლუტურ უმრავლესობას არავითარი ფუნდამენტური, რეალური ღირებულება არ გააჩნიათ და მათ ფასს თითქმის სრულად განსაზღვრავს ტრეიდერების სპეკულაციური აქტივობა.
ბიტკოინთან მიმართებით ბაფეტი მთავარ პრობლემად იმას ასახელებს, რომ კრიპტოაქტივი თავისი არსებობით არაფერს არ ქმნის, მისგან არავითარი მატერიალური სარგებელი, პროდუქტი ან სერვისი არ იქმნება, რაც მას „უაზრო“ საინვესტიციო აქტივად აქცევს.
აღსანიშნავია, რომ უორენ ბაფეტის ხელმძღვანელობით Berkshire Hathaway პლანეტის ყველაზე წარმატებულ საინვესტიციო ჰოლდინგად იქცა, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 860 მილიარდ დოლარს აღწევს. წყარო
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2024). „ბიტკოინი კაზინოს რულეტია, რომელშიც წაგების შანსი 100%-ია“ – რას ამბობს ყველაზე წარმატებული ამერიკელი ინვესტორი. 10 თებერვალი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/ბიტკოინი-კაზინოს-რულეტი/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
ბათუმი · ტურიზმი / სასტუმრო / კვება
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ვაჭრობა / გაყიდვები
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · IT / ტექნოლოგიები
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · წარმოება
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-20T14:20:20+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.
