პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიო„ბიბისი“ - American Airlines-ის თვითმფრინავში ხანძარი გაჩნდა, მგზავრები ევაკუირებული არიან

„ბიბისი“ – American Airlines-ის თვითმფრინავში ხანძარი გაჩნდა, მგზავრები ევაკუირებული არიან

American Airlines-ის თვითმფრინავში, რომელიც კოლორადო სპრინგსიდან დალასის ფორთ უორთის საერთაშორისო აეროპორტისკენ ასრულებდა რეისს, ხანძარი გაჩნდა, – ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

„ბიბისის“ ცნობით, მგზავრები ევაკუირებული არიან.

ძრავთან დაკავშირებული პრობლემების გამო, თვითმფრინავი დენვერის აეროპორტში, ავარიულად, ადგილობრივი დროით დაახლოებით 23:15 საათზე დაეშვა. დაშვების შემდეგ აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე მოძრაობისას თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა.

American Airlines-ის განცხადებით, თვითმფრინავში იმყოფებოდა 172 მგზავრი ეკიპაჟის ექვს წევრთან ერთად. 12 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

American Airlines-ის განცხადებით, ინციდენტის გამომწვევი მიზეზის დასადგენად მიმდინარეობს გამოძიება.

  ტრაგედია თბილისში — ლიფტის შახტში ჩავარდნის შედეგად 13 წლის ბიჭი გარდაიცვალა
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი