შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისხვასპორტიბექაურმა და Მაისურაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვებები მოიპოვეს

ბექაურმა და Მაისურაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვებები მოიპოვეს

ბუდაპეშტი მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხე საშეჯიბრო დღეს, -90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ტატამზე ორი ქართველი ძიუდოისტი, ლაშა ბექაური და ლუკა მაისურაძე ასპარეზობენ.

მსოფლიოსა და ევროპის ყოფილი ჩემპიონი, ლუკა მაისურაძე ასპარეზობაში პირველი წრიდან ჩაერთო და აზერბაიჯანელ ვუგარ ტალიბოვს დაძაბულ ბრძოლაში სძლია. ლუკა მომდევნო ეტაპზე იტალიელი კრისტიან პარლატის დაუპირისპირდება.

ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლაშა ბექაურმა, პირველი წრე გამოტოვა, მეორე წრეში კი ბელარუსი ალექსანდრ სიდორიკი დაამარცხა.

  „ძალიან ამაყი ვარ, რომ ევრო 2024-ის ბომბარდირთა შორის ვარ“ – გიორგი მიქაუტაძე
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი