შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Fox News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში სატარიფო პოლიტიკაზე ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, ბევრი ქვეყანა ახლა იმედგაცრუებულია, რადგან ისინი ამერიკის უპირატესობით 30-40 წელიწადი სარგებლობდნენ.
„ამით ჩვენ ვეუბნებით ქვეყნებს, რომ მივცემთ მათ პრივილეგიას, იყიდონ და იმუშაონ ჩვენს ქვეყანაში და ვფიქრობ, ეს ძალიან კარგია. ზოგიერთ შემთხვევაში დავდებთ გარიგებებს. ჩვენ უკვე დავდეთ გარიგება რამდენიმე ქვეყანასთან, მაგრამ ეს უზარმაზარი ფულია ამ ქვეყნისთვის. ეს ნამდვილად წარმოუდგენელია. ეს ძალიან სულელურად იყო მართული“, – განაცხადა ტრამპმა.
დონალდ ტრამპმა ევროკავშირს 30%-იანი ტარიფი დაუწესა.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ევროკავშირიდან შემოსულ საქონელზე 30%-იანი ტარიფი დააწესა. თავისი გადაწყვეტილების შესახებ მან ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს წერილობითი ფორმით აცნობა.
წერილში საუბარია „ხანგრძლივ სავაჭრო დეფიციტზე“. ტრამპი ასევე წერს, რომ საპასუხო ტარიფების შემოღების შემთხვევაში, ევროპული საქონლისთვის დაწესებულ გადასახადს კიდევ უფრო გაზრდის.
ახალი ტარიფები ძალაში 1 აგვისტოდან შევა.
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi