დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, თითქოს თბილისის ტრამვაის პროექტი შეჩერებულია. მისი თქმით, მსგავსი განცხადებები სიმართლეს არ შეესაბამება და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.
კალაძის განმარტებით, ტრამვაის პროექტთან დაკავშირებით ტენდერი უკვე გამოცხადებულია და იანვრის ბოლოსთვის ცნობილი გახდება ის კომპანია, რომელიც სამუშაოების განხორციელებას დაიწყებს. მერის თქმით, პროექტის ირგვლივ მიზანმიმართულად ვრცელდება არასწორი და დამაზიანებელი ცნობები, თუმცა ეს ინიციატივა აუცილებლად განხორციელდება.
მისივე განცხადებით, ტრამვაის განვითარება ერთჯერადი ნაბიჯი არ იქნება და მომავალშიც იგეგმება მსგავსი სატრანსპორტო პროექტების განხორციელება დედაქალაქში.
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi


