პარასკევი, აპრილი 11, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიტაბლოიდი„ბედნიერი ვარ, რომ საუკეთესო პარტნიორი მყავს ირაკლის სახით, მართლა ოცნების პარტნიორია, სულ...

„ბედნიერი ვარ, რომ საუკეთესო პარტნიორი მყავს ირაკლის სახით, მართლა ოცნების პარტნიორია, სულ გვერდით მიდგას“ – თინა დალაქიშვილი „ცვალებად ნიშნებში“ გამოჩნდა

„ცვალებადი ნიშნების“ მეორე სეზონი დაიწყო. სერიალი, რომელიც მცირე დროში ძალიან შეიყვარა მაყურებელმა, და, რომელიც სტუდენტების ცხოვრებაზე, მათ თავგადასავლებსა და პრობლემებზე ღიად გვიყვება.

სერიალის მე-2 სეზონის ახალი სახეა მსახიობი თინა დალაქიშვილი. მას ჟურნალი „ოკეი“ ესაუბრა.

„პროფესიით მსახიობი არ ვარ, დამთავრებული მაქვს სასულიერო აკადემია, ლანდშაფტის დიზაინი. ბუნებით ინტროვერტი ვარ და არ მომწონს საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყოფნა. შეიძლება ეს ძალიან არადამახასიათებელი თვისებაა მსახიობისთვის, მაგრამ მე ხომ არც კი ვარ მსახიობი. კინოდან შემოთავაზებები ბევრია, მაგრამ ზედმიწევნით ვარჩევ, ძალიან, ძალიან უნდა მომეწონოს სცენარი, პროექტი, რომ მუშაობას დავთანხმდე.

როდესაც შევხვდი „ცვალებადი ნიშნების“ პროდიუსერს და ვისაუბრეთ, შემდეგ მივწერე ირაკლი კვირიკაძეს (სერიალის ერთ-ერთი მთავარი მსახიობი), რომ მისი აზრი მომესმინა. ის ისეთი აღფრთოვანებით მელაპარაკა მთელ ჯგუფზე, რეჟისორზე, მსახიობებზე, რომ მივხვდი, უნდა დავთანხმებოდი და, ალბათ, ეს გადაწყვეტილება ყველაზე სწორი იყო, რაც მიმიღია. დღეს უკვე ძალიან მადლიერი და ბედნიერი ვარ, რომ ამ გუნდის წევრი მქვია და საუკეთესო პარტნიორი მყავს ირაკლის სახით, მართლა ოცნების პარტნიორია, რომელიც სულ მეხმარება და გვერდში მიდგას.

სერიალში მე ვასრულებ ელენეს როლს, რომელიც გაუს ლექტორია. ყველა უნივერსიტეტს რომ ჰყავდეს ასეთი ლექტორები, სწავლა გაცილებით სასიამოვნო და სახალისო იქნებოდა. ელენე მაქსიმალურად ცდილობს ყურადღება გაამახვილოს აზროვნებაზე, – თავისუფალ აზროვნებაზე, შემოქმედებით აზროვნებაზე.

ამ როლის მთავარი სათქმელი, ალბათ, ისაა, რომ განათლების სისტემაში აუცილებლადაა საჭირო ცვლილებები, სწავლება უნდა გახდეს უფრო საინტერესო და სასიამოვნო, უნდა შეიცვალოს ის ძველებური მიდგომები, რითიც ჩვენც გვასწავლიდნენ და ახლაც ასწავლიან“, – ამბობს თინა დალაქიშვილი. წყარო

#drpkhakadze #sheniambebi #sheniganatleba #shenihoroskopi

მასალის გამოყენების პირობები
  ასეთი ემოციური ნამღერი არც მომისმენია“, „მართლა ამიმღერდა გული“, „უნიჭიერესი“ - ლაშა რამიშვილის ბრწყინვალე შესრულება აღგაფრთოვანებთ
მსგავსი პოსტები
საუკეთესო აქტივობები ნაგოიაში, იაპონიაში

საუკეთესო აქტივობები ნაგოიაში, იაპონიაში

11 April, 2025
24-25 აპრილს თბილისში იგეგმება 2 დღიანი საერთაშორისო ტურნირი „თბილისის გრან-პრი“ სპორტის 2 სახეობაში

24-25 აპრილს თბილისში იგეგმება 2 დღიანი საერთაშორისო ტურნირი „თბილისის გრან-პრი“ სპორტის 2 სახეობაში

აპრილი 11, 2025
პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

აპრილი 1, 2025
“ყვარლის ბაგა” მიზნობრივი ჯგუფებისთვის ღია კარის დღეებს მოაწყობს – განცხადება

“ყვარლის ბაგა” მიზნობრივი ჯგუფებისთვის ღია კარის დღეებს მოაწყობს – განცხადება

აპრილი 4, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
სად გავისეირნოთ, ბავშვებთან ერთად თბილისში?

სად გავისეირნოთ, ბავშვებთან ერთად თბილისში?

აპრილი 3, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
როგორ შევინახოთ ხილი და ბოსტნეული რათა დარჩეს სუფთა და გემრიელი?

როგორ შევინახოთ ხილი და ბოსტნეული რათა დარჩეს სუფთა და გემრიელი?

აპრილი 4, 2025
როგორ დავთრგუნოთ შიმშილი? – როცა წონის დაკლება გინდათ

როგორ დავთრგუნოთ შიმშილი? – როცა წონის დაკლება გინდათ

აპრილი 4, 2025
საუკეთესო ქართული ემიგრანტული ჯგუფები და ფორუმები

საუკეთესო ქართული ემიგრანტული ჯგუფები და ფორუმები

3 აპრილი 2025
ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი თბილისში — ბილეთების გაყიდვა იწყება

ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი თბილისში — ბილეთების გაყიდვა იწყება

აპრილი 4, 2025
როგორია ვალუტის კურსი დღეს — დოლარი, ევრო, გირვანქა სტერლინგი, ლირა და სხვა ვალუტები

როგორია ვალუტის კურსი დღეს — დოლარი, ევრო, გირვანქა სტერლინგი, ლირა და სხვა ვალუტები

აპრილი 4, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი