ხუთშაბათი, იანვარი 8, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება„ბარბარობა ისეთი დღესასწაულია, რომელიც ყველას ბავშვობაში გვაბრუნებს და გვაფიქრებს ჩვენს განვლილ ცხოვრებაზე“...

„ბარბარობა ისეთი დღესასწაულია, რომელიც ყველას ბავშვობაში გვაბრუნებს და გვაფიქრებს ჩვენს განვლილ ცხოვრებაზე“ – დღეს მართლმადიდებლური სამყარო წმინდა ბარბარეს ხსენების დღეს აღნიშნავს

ქართული მართლმადიდებლური ეკლესია 17 დეკემბერს წმინდა ბარბარეს ხსენების დღეს, ანუ ბარბარობას აღნიშნავს.

მანჰეტენის ქართული სამრევლოს მოძღვარი მღვდელმოზონი ირინეოს შენგელია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

„ბარბარობა ისეთი დღესასწაულია რომელიც ყველას ბავშვობაში გვაბრუნებს და გვაფიქრებს ჩვენ განვლილ ცხოვრებაზე…
გვაფიქრებს დედაზე, სამშობლოზე, თბილ სახლზე, ბებიაზე, თბილ ლობიანებზე, შეშის ღუმელი, ბუხარზე, გარეთ თოვლზე, თეთრად დაბარდნილ სოფლის მთებზე, ჩვენი ეზოს ჭიშკარზე, პატარა მშიერ ცუგაზე, ბავშვობის მეგობრებზე და იმ ადამიანებზე რომლებმაც უკვე გადაინაცვლეს ღმერთთან…

მართალია ჩვენ დღეს, ემიგრანტებს, ეს ყველაფერი აქ არ გვაქვს, ეს ყველაფერი ჩვენგან ძალიან შორსაა, მაგრამ ჩვენ გვყავს უფალი და ერთმანეთი, გვაქვს ეკლესია რომელიც ყველაფერს გვივსებს…“-წერს მღვდელმოზონი ირინეოს შენგელია

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

 

  ბრიტანული უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის უნიკალური შესაძლებლობები
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი