ბათუმში, საწარმოში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი აღმოაჩინეს – სეს

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზისა და თევზპროდუქტების გადამამუშავებელ საწარმოში, 5 ტონაზე მეტი ვადაგასული პროდუქცია აღმოაჩინეს.

უწყების ცნობით, შპს „როიალ ფიშ ბათუმში“ არაგეგმური შემოწმება ჩატარდა. ინსპექტირების პროცესში საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა. ამასთანავე, გაირკვა, რომ ბიზნესოპერატორი საქმიანობას შესაბამისი რეგისტრაციისა და სავალდებულო აღიარების გარეშე ახორციელებდა.

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტომ სამართალდამრღვევი ბიზნესოპერატორი დააჯარიმა და საწარმოო პროცესი შეუჩერა. რაც შეეხება გამოვლენილ 5 ტონაზე მეტ ვადაგასულ სურსათს, ის ბაზარზე განთავსების აღკვეთის მიზნით დაილუქა და კანონით დადგენილი წესით განადგურდება.

სურსათის ეროვნული სააგენტო კიდევ ერთხელ მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, მკაცრად დაიცვან კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები და საქმიანობა მხოლოდ შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ აწარმოონ.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). ბათუმში, საწარმოში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი აღმოაჩინეს – სეს. 20 მაისი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/ბათუმში-საწარმოში-5-ტონაზ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi