შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიშემთხვევაბათუმელი მეზღვაური ჩინეთში ტრაგიკულად დაიღუპა

ბათუმელი მეზღვაური ჩინეთში ტრაგიკულად დაიღუპა

ბათუმელი მეზღვაური ჩინეთში ტრაგიკულად დაიღუპა. „აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, შემთხვევა, დაახლოებით, ორი კვირის წინ მოხდა.

ახლობლების თქმით, მეზღვაური სიმაღლიდან ვარდნის შედეგად გარდაიცვალა. სხვა გარემოებები ამ დროისთვის უცნობია.

„აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში არ შემოსულა ოფიციალური განცხადება გემთმფლობელის და/ან მეზღვაურის ოჯახის წევრებისგან რაიმე სახის დახმარების გაწევის თაობაზე. ამასთან, ოჯახის წევრების თანხმობის გარეშე, სააგენტოს არ აქვს უფლება, გასცეს ინფორმაცია გარდაცვლილი მეზღვაურის შესახებ,“ – განაცხადეს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში.

ცხედარი საქართველოში ჯერ არ ჩამოუსვენებიათ.

  ბათუმში დაკარგული 14 წლის მოზარდის შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი