თამო ვაშალომიძე ჟურნალ „გზის“ ბლიცშეკითხვებს პასუხობს.
– ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის…
– …საკუთარ თავს. ახლა ჩემი მეუღლე არის ჩემი მარჯვენა ხელი, სული, გული; ადამიანი, რომელიც ყველაფერს აკეთებს ჩემი ბედნიერებისთვის. მაგრამ სანამ მას გავიცნობდი, თავად ძალიან ბევრი ვიშრომე. გულწრფელად გეტყვი, მაშინ ბევრი რამ არც ვიცოდი, როგორ გამეკეთებინა. გულუბრყვილო ვარ-მეთქი, ხომ გითხარი, ხანდახან ტელევიზიები სიუჟეტებისთვის სათავისოდ მიყენებდნენ. გამოუცდელი რომ ხარ, გგონია, ყველა კეთილია, ყველას მოსწონხარ, მერე თავს გესხმიან და ხმასაც ვერ იღებ, გეშინია არ დაგბლოკონ, არ გაგაშავონ. ეს ყველაფერი გამოვიარე. მებრძოლი რომ არ ვყოფილიყავი, დღეს ჩემი რეალობა ასეთი არ იქნებოდა.
– ბედნიერი ვარ, რომ…
– …მყავს შვილები. ამაყი დედა ვარ.
– შვილები ამ წარმატებულ დღეებზე რას გეუბნებიან?
– მითხრეს: დე, წითელ ხალიჩაზე ძალიან ლამაზი იყავიო. სოფია ჩემი ფეხსაცმელებით დადის და ამბობს, წითელ ხალიჩაზე ვარო. სულ ვარიგებ, ვუხსნი, რომ კარგად უნდა ისწავლოს, რომ ყველა დღე მნიშვნელოვანია და საკუთარი ცოდნით ბევრი რამის მიღწევას შეძლებს. ვეუბნები, მე რომ თავის დროზე ძალიან კარგად მესწავლა, ენები შემესწავლა, უფრო მეტს მივაღწევდი.
მასალის გამოყენების პირობები