1-ლი იანვრიდან საჯარო დაწესებულებებში ხელფასები იზრდება. კერძოდ, “საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონის მიხედვით, ხელფასები 10%-ით გაეზრდება საჯარო სამსახურში დასაქმებულ ყველა პირს.
ამასთან, 1-ლი იანვრიდან ხელფასები 10%-ით გაეზრდებათ, პოლიციელებს და ჯარისკაცებს. გარდა ამისა, 2025 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულია საჯარო სკოლების ადმინისტრაციული პერსონალის და მანდატურის ხელფასების 10%-იანი ზრდა; ასევე დაგეგმილია საბავშვო ბაღების თანამშრომელთა ხელფასების მატებაც.მომავალი წლიდან გაიზრდება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების ანაზღაურებაც. იმ თანამდებობის პირებს შორის, რომელთა ანაზღაურებაც ყველაზე მეტად გაიზრდება, არიან პრეზიდენტი, პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე, მისი მოადგილეები, კომიტეტის თავმჯდომარეები; პარლამენტის წევრები… განაგრძეთ კითხვა
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2024). ახალი წლიდან საჯარო დაწესებულებებში ხელფასები იზრდება – ვის რამდენით გაეზრდება ანაზღაურება. 26 დეკემბერი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/ახალი-წლიდან-საჯარო-დაწე/
