შაბათი, აპრილი 19, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაახალი სამაშველო ვერტმფრენი უკვე საქართველოშია - როგორია და რა შესაძლებლობები აქვს H...

ახალი სამაშველო ვერტმფრენი უკვე საქართველოშია – როგორია და რა შესაძლებლობები აქვს H 145-ს

სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის თა­ნა­მედ­რო­ვე, ახა­ლი, ევ­რო­პუ­ლი ტი­პის „H 145“ ვერ­ტმფრე­ნი უკვე სა­ქარ­თვე­ლო­შია.

აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ცნო­ბით, სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ავი­ა­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის მფრი­ნა­ვებ­მა ვერ­ტმფრე­ნი გერ­მა­ნი­ი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­იყ­ვა­ნეს.

ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, ახა­ლი ბორ­ტი სრუ­ლად და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლია ხან­ძარ­თან ბრძო­ლი­სა და სამ­თო-სა­მაშ­ვე­ლო აღ­ჭურ­ვი­ლო­ბით.

„სა­მაშ­ვე­ლო ვერ­ტმფრენს აქვს 2 ძრა­ვა, რაც ზრდის ფრე­ნის უსაფრ­თხო­ე­ბას, ასე­ვე, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი, ფე­ნენსტრო­ნის ტი­პის კუდა ხრახ­ნი. იგი გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლია, რო­გორც აე­რო­დი­ნა­მი­კუ­რი, ასე­ვე, ფრე­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის თვალ­საზ­რი­სით.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ტი­პის შვე­ულმფრე­ნე­ბი მა­ღალ სი­მაღ­ლე­ზე ოპე­რი­რე­ბი­სა და მა­ნევ­რის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა, რაც, სა­ქარ­თვე­ლოს მა­ღალმთი­ა­ნი რე­ლი­ე­ფის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, არ­სე­ბულ ამო­ცა­ნებ­თან სრუ­ლად თავ­სე­ბა­დია.

სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ავი­ა­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის მფრი­ნა­ვებ­მა და ბორტ-ტექ­ნი­კო­სებ­მა თე­ო­რი­უ­ლი და პრაქ­ტი­კუ­ლი მომ­ზა­დე­ბა გერ­მა­ნი­ა­ში, „Airbus Helicopters“-ის სას­წავ­ლო აკა­დე­მი­ა­ში გა­ი­ა­რეს.

თა­ნა­მედ­რო­ვე, ევ­რო­პუ­ლი ტი­პის „H 145“, ვერ­ტმფრე­ნი, ფრან­გუ­ლი კომ­პა­ნია „Airbus Helicopters” -ის მიერ წარ­მო­ე­ბუ­ლი ერთ-ერთი უახ­ლე­სი მო­დე­ლია, რომ­ლის გად­მო­ცე­მა გერ­მა­ნი­ა­ში, „Airbus Helicopters“-ის სა­წარ­მო­ში გან­ხორ­ცი­ელ­და.

შემ­დე­გი ორი ბორ­ტის გად­მო­ცე­მა ქარ­თუ­ლი მხა­რის­თვის 2024 წლის ივ­ნი­სამ­დე იგეგ­მე­ბა“, – აღ­ნიშ­ნუ­ლია შსს-ს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

იხილეთ ფოტოები:

author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
  მნიშვნელოვანი ინფორმაცია სტუდენტებისთვის
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი