ხუთშაბათი, მაისი 22, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარირჩევებიექიმიახალი კვლევა: ენერგეტიკულ სასმელებში შემავალი დანამატი ლეიკემიის უჯრედების ზრდას აძლიერებს

ახალი კვლევა: ენერგეტიკულ სასმელებში შემავალი დანამატი ლეიკემიის უჯრედების ზრდას აძლიერებს

ტაურინი, ენერგეტიკული სასმელები და კიბოს რისკი – როჩესტერის უნივერსიტეტის ახალი კვლევის დეტალები

ტაურინი — ამინომჟავა, რომელიც ბუნებრივად გამომუშავდება ადამიანის ორგანიზმში და გვხვდება როგორც საკვებში (მათ შორის თევზში და ხორცში), ასევე ფართოდ გამოიყენება ენერგეტიკულ სასმელებში. მიუხედავად მისი გარკვეული დადებითი გავლენისა ორგანიზმის ფუნქციონირებაზე, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ტაურინი შესაძლოა კავშირში იყოს ლეიკემიის უჯრედების სწრაფ ზრდასთან.

ლეიკემიის უჯრედების ტაურინზე დამოკიდებულება

როჩესტერის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის მეცნიერებმა ჩაატარეს მნიშვნელოვანი კვლევა, რომლის ფარგლებში შეისწავლეს, როგორ იყენებენ ლეიკემიის უჯრედები ტაურინს ზრდის დასაჩქარებლად. აღმოჩნდა, რომ კიბოს უჯრედებს შეუძლია ტაურინის „მოტაცება“ ძვლის ტვინის გარემოდან, რაც აძლიერებს მათ მეტაბოლურ აქტივობასა და გამრავლების უნარს. ეს პროცესი გარკვეულწილად ჰგავს ენერგეტიკული სასმელის მიღების შემდეგ ენერგიის მომატებას.

ექსპერიმენტების დროს, როდესაც მეცნიერებმა დაბლოკეს ტაურინის ხელმისაწვდომობა საცდელ თაგვებში და მათ გადაუნერგეს ლეიკემიის უჯრედები, კიბოს ზრდა მნიშვნელოვნად შენელდა. ეს მიუთითებს, რომტაურინის ბიოლოგიური გზების ბლოკირება შეიძლება ეფექტიანი სტრატეგია იყოს ზოგიერთი კიბოს ტიპის, მათ შორის ლეიკემიის, სამკურნალოდ.

გააგრძელეთ კითხვა

author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
  ბიუ ბიუ: "ჩვენს პროდუქტში ანტიბიოტიკი "ტეტრაციკლინი" არ ფიქსირდება, რის დამადასტურებელ საბუთს აქვე გაწვდით"
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი